ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ვინ არის ჰაზალის როლის შემსრულებელი თურქი გოგონა, სერიალიდან "ნამსხვრევები"

    სახელი და გვარი: ალინა ბოზი
     დაბადების თარიღი: 14 ივნისი, 1998 წელი
     დაბადების ადგილი: მოსკოვი, რუსეთი
    ეროვნება: თურქი
    პროფესია: მსახიობი, მოდელი
    ზოდიაქო: ტყუპები
     სიმაღლე: 170 სმ
     წონა: 53 კგ
     თურქი მსახიობი, ალინა ბოზი, დაიბადა მოსკოვში, 1998 წელს. მას დედა რუსი ჰყავს, მამა კი - თურქი. გოგონა შვიდი წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად თურქეთში გადავიდა და 2005 წლიდან დღემდე სტამბულში ცხოვრობს. ალინა, მისი არაჩვეულებრივი გარეგნობის გამო, მალე მოექცა სხვადასხვა სააგენტოების წარმომადგენლების ყურადღების ცენტრში. გოგონა მრავალი სარეკლამო რგოლისა და კლიპის გადაღებებზე მიიწვიეს. ამჟამად, ალინა ლიცეუმის მეორე კურსელია. რაც შეეხება ახალგაზრდა მსახიობის პირველ ნაბიჯებს სამსახიობო კარიერაში, მან 9 წლის ასაკში დაიწყო თეატრალურ კურსებზე სიარული. ალინას დებიუტი შედგა თურქულ სერიალში "ნამსხვრევები"(2014). გოგონას გარეგნობით მოხიბლულმა რეჟისორმა, იგი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ჰაზალის როლზე, ქასთინგის გარეშე დაამტკიცა. სერიალი საოცრად მაღალრეიტინგული აღმოჩნდა, მან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაყურებლთა გული დაიპყრო. ალინას კი, მისი პერსონაჟის შეუდარებლად განსახიერების გამო, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ახალგაზრდა მსახიობს საკუთარი გმირის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და ამბობს, რომ რეალურ ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულია. ჰაზალის როლის ბრწყინვალედ შესრულების შემდეგ, ალინამ მრავალი თაყვანისმცემელი შეიძინა. მას ინსტაგრამზე 700, 000 - ზე მეტი, ხოლო ტვიტერზე 30, 000 - მდე გამომწერი ჰყავს.
    წყარო















    მეტის ნ













    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი