ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ივანიშვილი „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელში ჩაგდებას ცდილობს

    ბიძინა ივანიშვილი შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელში ჩაგდებას ცდილობს- ამ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ სირაძე აკეთებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე სირაძემ ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კომპანია აბსურდული ეკოლოგიური ბრალდებით დააჯარიმეს, შემდეგ კი, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს:

    "ივანიშვილი დაკავებულია კალაძე-ფარცხალაძის მეშვეობით ბიზნესების მაფიოზური გზით ჩამორთმევა-ხელში ჩაგდებაში. წარმოგიდგენთ შპს "ჯორჯიან მანგანეზის" მაგალითს. ამ კომპანიაზე მოდის ქვეყნის ექსპორტის დახლოებით 20%. როგორც ჩანს, ამ მიმზიდველობამ დიდი ინტერესი გაუჩინა ბიძინა ივანიშვილს. მოეწონა რა იგი, მოინდომა მისი ხელში ჩაგდება, რასაც ის ახორციელებს მთელი რიგი სახელისუფლებო სტრუქტურების გამოყენებით- სასამართლო, საგადასახადო ინსპექცია, ფინანსური პოლიცია, გარემოს დაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო. ყველა ეს უწყება დაკავებულია ამ კომპანიისთვის ხელოვნურად პრობლემების შექმნაში" განაცხადა ოთარ სირაძემ.

    pirveliradio.ge/

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი