სალომე დოლიძე საზოგადოებამ პროექტიდან - "ვოისი" გაიცნო. ის პატრიარქის დაცვის წევრს, მამუკა არაბულს გაჰყვა ცოლად და წყვილი უკვე პატარასაც ელოდება. პროექტიდან დიასახლისობამდე რა გზა გაიარა სალომემ და რა აჩუქა მათ ჯვრისწერის დღეს პატრიარქმა? - გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა.
- ვინ არის შენი რჩეული? სად და როგორ გაიცანი მომავალი მეუღლე?
- მე და მამუკამ ერთმანეთი საერთო მეგობრის დახმარებით გავიცანით. მას თურმე, დიდი ხნით ადრე მოვწონდი და არ იცოდა, როგორ მოსულიყო ჩემამდე... პირველი შეხვედრა ძალიან ბანალური იყო, კინოში წავედით, მერე კაფეში დავსხედით. მოკლედ, დავახლოვდით, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვკითხულობდით ერთმანეთს და ბოლოს მივხვდით, იმაზე მეტი ხდებოდა ჩვენ შორის, ვიდრე უბრალოდ მოწონებაა. ასე განვითარდა ჩვენი სიყვარული, რომელიც ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

- მეუღლე პატრიარქის პირადი დაცვის წევრია, არა?
- დიახ, ჩემი მეუღლე - მამუკა არაბული პატრიარქის პირად დაცვაშია. ტურიზმის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და სპორტსაც აქტიურად მისდევს. ძალიან ბევრს ვარჯიშობს, ჯანსაღი ცხოვრების წესი აქვს და ერთი სული მაქვს, მეც როდის შევუერთდები. ძალიან მინდა, მასთან ერთად, აქტიურად ვივარჯიშო.
- ალბათ, ქორწილის დღეს პატრიარქმა დაგლოცათ, არა?
- რა თქმა უნდა, ქორწილის დღეს ვიყავით პატრიარქთან. მან დაგვლოცა, ხატი გვაჩუქა. ერთად ვისხედით ცოტა ხანი და ვისაუბრეთ. საოცრად ემოციური დღე იყო ჩემთვის, რადგან პირველად შევხვდი უწმინდესს და თან, მან ჩემთვის ასე მნიშვნელოვან დღეს დაგვლოცა. მაშინ განცდილი არასდროს დამავიწყდება.
- რთული იყო ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება?
- ვერასოდეს ვხვდებოდი, ასე მარტივად როგორ ახერხებდნენ ოჯახის დანგრევას და ვხუმრობდი ხოლმე, გათხოვების ფობია მაქვს-მეთქი. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი იღებს მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ ჩემთვის რთული იყო და თითქოს, გამიჭირდა კიდეც გათხოვებაზე ფიქრი. თან, ასაკით რაც უფრო დიდი ხარ, მით მეტ რამეზე ფიქრობ, გიჭირს, ფრთხილობ და ბუნებრივია, ამ ნაბიჯის გადადგმის გეშინია კიდეც... თუმცა, დრო რაც უფრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილებისა და არჩევანის სისწორეში.

ჟურნალი „გზა“