ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დაკავებულია მიხეილ სააკაშვილი ამ ბრალდებების სიით

    მოქალაქე მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს, დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს, ქ. თბილისში, უმაღლესი განათლების მქონეს, ყოფილ პრეზიდენტს, ბრალი ედება არაერთი დანაშაულის ჩადენაში, რაც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

    მუხლი 161 – შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა, უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, იარაღის გამოყენებით, რამაც გამოიწვია მასობრივი არეულობა, სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგები. ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.
    მუხლი 154 – ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.
    მუხლი 162 – არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან სამ წლამდე.
    მუხლი 1641 – ამომრჩევლის მოსყიდვა.
    მუხლი 1643 – არჩევნების გაყალბება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.
    მუხლი 159 – პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.
    მუხლი 160 – ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა. ჩადენილი ძალადობით ან მუქარით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.
    მუხლი 1443 – დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე.
    მუხლი 332 – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე.
    მუხლი 181 – ქონების გამოძალვა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
    მუხლი 147 – ადამიანის განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
    მუხლი 345 – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ შეცვლა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე.
    მუხლი 310 – საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა. უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომლის მიზანია საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების ან აგრესიის სხვა აქტის მომზადება ან განხორციელება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
    მუხლი 312 – საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა. სამხედრო ტექნიკის ან სამხედრო ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით თორმეტიდან ოც წლამდე.
    მუხლი 109 – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირისა, განსაკუთრებული სისასტიკით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

    თითოეულ ამ დანაშაულში ბრალდებული სააკაშვილი გვევლინება ორგანიზატორად, წამქეზებლად ან დამხმარედ.



    წყარო (Hold.ge)

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი