ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ამ გოგონას საბანკეტო კაბამ მსოფლიო აღაფრთოვანა

    კანადელმა თინეიჯერმა, 18 წლის ერინ პეისლიმ მსოფლიო აალაპარაკა. სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ის მის მიერვე ქაღალდებისგან შეკერილი კაბით მივიდა. ოღონდ ეს სულაც არ ყოფილა უბრალოდ კაბის ფულის ეკონომია ან საკუთარი ნიჭის დემონსტრირება, ეს იყო სრულფასოვანი აქცია, რომელსაც კონკრეტული მესიჯები ჰქონდა.
    გოგონამ თავისი საშინაო დავალებების ფურცლებისგან და ბაფთებისგან შექმნა კაბა, რომელსაც ზედ დიდი ასოებით ეწერა: „მე მივიღე განათლება. მაგრამ ყველა ქალს არ აქვს ეს უფლება". ბოლოში კი მინაწერად ჰქონდა malala.org - ეს ცნობილი
    გოგონას, აღმოსავლური სამყაროს გოგონების უფლებებისთვის მებრძოლი გმირი ბავშვის, მალალა იუსუფზაის გვერდის მისამართია. სწორედ მალალას მიერ გახსნილ ფონდში ჩაირიცხება თანხა, რომელსაც ამ კაბის აუქციონზე გაყიდვის შემდეგ მიიღებენ. კანადელმა ერინმა გულთან ახლოს მიიტანა თავისი იმ თანატოლების ბედი, რომლებიც უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ, გამუდმებული დამცირებისა და ძალადობის ქვეშ და ბევრ ქვეყანაში საშუალო განათლების მიღების უფლებაც არ აქვთ. ამ გამოსვლით ერინმა კიდევ ერთხელ მიაქცევინა ყურადღება მსოფლიოს აღნიშნული პრობლემისადმი, საზოგადოება კი მისმა ნაბიჯმა აღაფრთოვანა.
    კაბა, რომელიც სკოტჩითა და წებოთი კარგად არის დამაგრებული, აუქციონზე გაიტანეს და მისი საწყისი 600 დოლარია. მიღებული ფული პირდაპირ ფონდში ჩაირიცხება, გოგონა კი ფიქრობს, რომ მომავალში უკვე თავისი პროფესიული საქმიანობით დაეხმარება დაჩაგრულ ქალებს მთელი მსოფლიოდან.
    წყარო

    шаблоны для dle 11.2

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი