სოციალური ქსელის მომხამრებელი თამარ სხვიტარიძე თბილისში ერთ-ერთ კერძო ბაღს აღსაზრდელების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს და ადამიანებს, რომლემა მისი შვილი გადაარჩინა მადლობას უხდის.
თამარის მიერ გავრცელებული სტატუსიდან ირკვევა, რომ საბავშო ბაღის თანამშრომლების უყურადღებობის შედეგად მისმა 3 წლის შვილმა დაწესებულება თვითნებურად დატოვა და გზაზე გადავიდა, სადაც ბავშვი გამვლელებმა შეამჩნიეს და მათი წყალობით ის უვნებელი დააბრუნეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.
"დღეს საერთოდ არ მეგონა თუ შევძლებდი წერას...
მხოლოდ ახლა შევძელი fb -ზე შემოსვლა. ემოციურად განადგურებული და დაღლილი ვარ. მხოლოდ სოციალური პასუხუსმგებლობა და მოქალაქეობრივი ვალი მიბიძგებს დავწერო ყოველივე.
დაახლოებით 2 კვირის წინ მივიყვანე ჩემი 3 წლის ნინუნა კერძო "კარგ" ბაღში, სახლთან ძალიან ახლოს. შევთანხმდით, რომ ეს ერთი თვე ნახევარი დღით, სადილამდე ივლიდა, იმ გათვლით, რომ შეეჩვეოდა გარემოს, ბავშვებს და სექტემბრიდან სრული დატვირთვით მივიყვანდით. დღეს დილითაც მივიყვანეთ ჩვეული კუნტრუშით, პეპას ზურგჩანთა მოკიდებული ჩემი კნოპკა გოგო. ნინუნა ტიროდა თურმე (ისე როგორც ყველა ტირის თავიდან) დაახლოებით 2 სთ-ზე ბავშვმა ბაღი თვითნებურად დატოვა, გამოვიდა ყაზბეგის გამზირზე, გადაჭრა ქუჩა და dunkin donuts-თან აღმოჩნდა. ატირებული და დაბნეული ბავშვი ორმა ღვთისნიერმა ქალბატონმა შეამჩნია, ხელი მოკიდა და ბაღში დააბრუნა. სახლში დარეკეს ბაღიდან, რომ ნინუცა ტიროდა და ჩემებიც 5 წუთში ადგილზე გაჩნდნენ. ამ საშინელ ამბავს ვერაფრით ვერ გავიგებდით, რომ არა ის 2 ქალბატონი, რომლებიც ბაღის კართან იდგნენ და ბავშვის პატრონს ელოდნენ. დაბნეულობისგან მათი ვინაობა და კოორდინატები ვერ იკითხეს ჩემებმა. ნინოს შუბლზე აქვს სილურჯე, რომელიც დილით არ ჰქონდა. არ ვიცი წაიქცა თუ დაეჯახა რამეს. მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის, ყველა მძღოლს, რომლებმაც დარწმუნებული ვარ საოცარი მანევრები აკეთეს საშინელების თავიდან ასაცილებლად. ნინოს სიმაღლიდან გამომდინარე ის მანქანიდან არც ჩანს კარგად, საუბარი მაქვს ყაზბეგის გაზირზე, დღის 2 სთ-ზე, როგორი მოძრაობაა ყველამ იცით. უღრმესი მადლბა იმ ორ ქალბატონს, რომლებმაც შვილის სიცოცხლე მაჩუქეს. რომ არა ისინი არ ვიცი დაბნეული ბავშვი თამარაშვილის თუ დელისის მიმართულებით გაიქცეოდა. მოგმართავთ ყველას, თუ ვინმემ
დაინახეთ ან იცით რაიმე მომხდარის შესახებ მომწერეთ.!
თამარ სხვიტარიძე
15.05.2017
წყარო

No comments:
Post a Comment