იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება, დავით გაგუას კლინიკის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი საზეიმო ვითარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნეს.
თეა წულუკიანმა კლინიკის ხელმძღვანელს და პერსონალს ახალი სამშობიარო სახლის გახსნა პირადად მიულოცა. იუსტიციის მინისტრს 18 მარტს შვილი სწორედ დავით გაგუას სამშობიარო სახლში შეეძინა.
თეა წულუკიანმა კლინიკის ხელმძღვანელს და პერსონალს ახალი სამშობიარო სახლის გახსნა პირადად მიულოცა. იუსტიციის მინისტრს 18 მარტს შვილი სწორედ დავით გაგუას სამშობიარო სახლში შეეძინა.