ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ვგრძნობდი, რომ ის იყო ანაფორაში გადაცმული ურჩხული – ოქიტაშვილი დაკავებულ დეკანოზზე

    კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ დაკავებულ გიორგი მამალაძეს პირადად იცნობს და მასზე ცუდი წარმოდგენა აქვს.
    ტელეკომპანია “იბერიაში”, თოქშოუ “პრიორიტეტში” ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ მამალაძეს რასაც ბრალდება, ამის ჩამდენია.
    “მე მას დიდი ხანია ვიცნობ, რადგან ხშირად დავდივარ საპატრიარქოში. ყოველთვის იგრძნობოდა მისი ცინიკურ და ამპატრტავნულ ხასიათი. საპატრიარქოსთან გაჭირვებულ ხალხს ცინიკურად ექცეოდა და ამის გამო, რამდენიმე თვის წინ პირში რაღაც ცუდად ვუთხარი, რაზეც გაიცინა. ვგრძნობდი, რომ ის იყო ანაფორაში გადაცმული ურჩხული. ძველი ბიჭი იყო? რათ უნდოდა იარაღი. არ მჯერა, რომ ვინმემ წამალი ჩაუდო. შეგიძლიათ გაიკითხოთ ბათუმში, როგორი ავტორიტეტი ჰქონდა”, – განაცხადა ოქიტაშვილმა.
    მისი თქმით, პროკურატურას რომ რეალური ინფორმაცია არ ჰქონოდა, არც პრემიერი და არც პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდა.
    მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი