ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    უდუმაშვილი: გვარამიამ უსამართლობასთან ბრძოლაში საკუთარი სოცოხლეც კი გვერდზე გადადო

    Image result for უდუმაშვილი
    "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას "რუსთავი 2"-ის გუნდს მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით კი გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, როგორც უდუმაშვილი აცხადებს, გვარამია არ შეეგუა უსამართლობას და საკუთარი სოცოცხლეც კი საფრთხის ქვეშ დააყენა ამ ბრძოლისას. 

    "დიდი მადლობა "რუსთავი 2"-ის გუნდს, გუნდს რომელიც ვერ შეარყიეს ვერცერთ ეტაპზე. რომ არა მათი მტკიცე ნება და მათი მტკიცე ხასიათი ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით. ეს არის გუნდი, ეს არის ერთი მონოლითი, რომელსაც საფრთხე ვერასოდეს ვერ დაემუქრება, რაც არ უნდა შემოგვიტიონ და რაც არ უნდა დაგვემუქრონ.
    მე მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო ერთ ადამიანს, მე მისთვის ეს პირდაპირ არასოდეს არ მითქვამს, მე დღეს ამ სცენიდან მინდა მივმართო - დიდი მადლობა ნიკა გვარამიას! ადამიანს, რომელმაც თავისი შეუპოვრობით მოგვცა ყველას მაგალითი თუ როგორ უნდა გვებრძოლა უსამართლობის წინაარმდეგ. რომელმაც ყველაფერი გერდზე გადადო, საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოებაც კი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ უსამართლობასთან ბრძოლაში ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო. ის იყო მაგალითი და ჩვენ ერთად მოვედით აქამდე. დიდი მადლობა ნიკა შენ ამისთვის", - განაცხადა უდუმაშვილმა. 
    შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი