მე არ ვიცი ვინც გაავრცელა არასრული ვერსია, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა ეს პიროვნება, რა მიზანდასახულობა ჰქონდა მას, ძალიან რთულია საუბარი იმის შესახებ თუ რატომ გააკეთა რომელიმე პიროვნებამ ეს, როცა საკუთარ თავს მისცა უფლება, გაევრცელებინა პატრიარქის მიმართვის არასრული ვერსია, - ამის შესახებ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა და გამოეხმაურა პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის არასრულად გავრცელების საკითხს. მისივე განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას თუ ვინ გაავრცელა მიმართვის არასრული ვერსია, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს გავრცელა მან, ვინც გადაიღო.მამა გიორგი ზვიადაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არავის აქვს მოლოდინი, რომ მამა გიორგიმ განიზრახა ხელყოფა პატრიარქის ან რომელიმე მაღალი საეკლესიო პირის სიცოცხლის.„ცხადზე უცხადესია, თუ რა მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით ყველა, როცა გაჩნდა ასეთი ეჭვი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე ბრალდებაა საქართველოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა ან რომელიმე საეკლესიო პირის, ან რომელიმე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მკვლელობა, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არის უმძიმესი ცოდვა, მაგრამ ეს ცოდვა კიდევ უფრო მძიმდება როდესაც ვინმეს შეიძლება განზრახვა ჰქონდეს ხელყოს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის სიცოცხლე.
როცა პატრიარქი თვლის, რომ ისაუბროს ამ სიტყვებით, რა თქმა უნდა, პატრიარქი არის უგონიერესი ადამიანი, უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნება და ეს მთელმა საზოგადოებამ იცის, არა მარტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, არამედ მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ამიტომ აუცილებელია იმის გარკვევა, რატომ იყო საჭირო ამ მიმართვის შემცირებული სახით წარმოდგენა. ძალიან რთულია რაიმე ეჭვის გამოთქმა, მე სასულიერო პირი ვარ, ჩვენ ყველანი შეწუხებულები ვართ, ეკლესიისთვის ეს არის უმძიმესი საკითხი და ყველანი განვიცდით ამას. მე პირადად ვიცნობ მამა გიორგის, ყველასთვის მოულოდნელია ეს. არავის არ აქვს მოლოდინი, რომ მამა გიორგიმ განიზრახა ხელყოფა რომელიმე მაღალი საეკლესიო პირის სიცოცხლის. საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი და მიზეზი, რომ არ ენდოს გამოძიებას, ეჭვი შეიტანოს გამოძიებაში. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყურადღებით დააკვირდება ამ მოვლენებს. უნდა აღვნიშნო, რომ მთავარმა პროკურატურამ მისცა საპატრიარქოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა, რომ მასალებს გაცნობოდნენ. უნდა დაველოდოთ მისი უწმინდესობის ჩამობრძანებას და ალბათ კიდევ რამდენიმე დღე იქნება საჭირო, რომ ეკლესიამ, პროკურატურასთან ერთად ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე, საქართველოს ეკლესია არის ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე მეტად მართებს, რომ თვალი გაუსწოროს სიმართლეს“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მან ასევე ისაუბრა მეუფე პეტრეს სატელევიზიო გამოსვლებზე. მისი თქმით, მეუფე პეტრეს საჯაროდ საუბრის ნაცვლად, საკითხი განსახილველად სინოდის სხდომაზე უნდა გაეტანა. „პიროვნებები, რომლებიც დასახელდა მეუფე პეტრეს მიერ, ყველა მათგანთან მიხდება შეხება. ეს პიროვნებები საქართველოს პატრიარქის გვერით დგანან, ესენი არიან უაღრესად ერთგულნი საქართველოს ეკლესიის, ამის თქმის საფუძველი მაქვს. თუკი მეუფე პეტრე აქვს საფუძველი სხვაგავარად იფიქროს და თქვას, ამისთვის არსებობს წმინდა სინოდის სხდომა, სადაც მღვდელმთავარი მოვალეა, კანონიკური ნორმების მიხედვით გაითვალისწინოს ის სამართლებრივი პროცედურა, რასაც ასეთ შემთხვევაში საეკლესიო სამართალი ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. უცბად ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რომ ხდება საჯარო სივრცეში განცხადების გაკეთება, რამაც ადამიანებს კითხვები გაუჩინა თუ ვინ მართავს საქართველოს ეკლესიას. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართავს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს აქვს ნების სიმტკიცე და როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, მას აქვს უაღრესი სიმკაცრე და პატრიარქი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ეკლესიაში მოვლენები არასწორად განვითარდეს. რა ამოძრავებს მეუფე პეტრეს არ ვიცი. ვფიქრობ, კათოლიკოს-პატრიარქი როცა საქართველოში ჩამობრძანდება, შესაძლოა, გაიმართოს წმინდა სინოდის სხდომა. შესაძლოა, მღვდელმთავრებს ჰქონდეთ ერთმანეთთან საუბრის საშუალება“, - განაცხადა პროტოპრესვიტერმა.