ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ებრაელი ოფიცრების სკანდალური განცხადება – “ისრაელი ახალ მესიას ელოდება” – მოშიახი (ანტიქრისტე) უახლოეს მომავალში?

    მსოფლიოს სხვადასხვა სააგენტოზე ვრცელდება ნიკიშინის სტატია – „ისრაელი ახალ მესიას ელოდება“, რომელმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია.
    ა. ნიკიშინი
    ისრაელის პოლიციის კომისარმა უჩვეულო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ოფიცრები მესიის მოსვლისთვის ემზადებიან. იზრაელის პრესაში უკვე გახშირდა სტატიები მოშიახის (ანტიქრისტე) უახლოეს მომავალში მოსვლის შესახებ. საზოგადოება უკვე ალაპარაკდა ცრუ-მესიის კორონაციის შესახებ. ისევ განახლებული სინედრიონი აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს იერუსალიმში მესამე ტაძრის აშენების თხოვნით მიმართავს და ამტკიცებს, რომ ამისთვის უკვე ყველა პირობა არსებობს. ამასთან სამარცხვინოდ მალავს აქტს, რომ იმ ადგილას, სადაც ახალი ტაძრის აგებას გეგმავენ, უკვე არსებობს ალ-აკსას მეჩეთი და მისი დანგრევა აუცილებლად გამოიწვევს ახალ მსოფლიო ომს.
    მესიის მოსვლას ელოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ისრაელის დიასპორა, ამ დღისთვის ემზადება იზრაელის ხელისუფლებაც.
    პოლიციის გენერალური ინსპექტორი რონი ალშეიხი ამბობს:
    -„როცა მესია მოვა, ყველას მოუნდება იმ ადგილას მისვლა და იქნება ქაოსი, შეიძლება ჭყლეტვაც, ამიტომ ჩვენ აქედანვე მზად უნდა ვიყოთ წესრიგის სესანარჩუნებლად, სწორედ ამიტომ ვიწყებთ აქტიურ მზადებას“.
    რავინებიც ემზადებიან და ამბობენ, რომ სულ ცოტა დრო რჩება მესიის მოსვლამდე და ამიტომ ყველა უნდა მოემზადოს დასახვედრად.
    რავინის კავშირის დავალებით კეთდება მესამე ტაძრის გეგმა, გაზრდილია „წითელი ძროხები“, რომელთა ფერფლი უნდა გამოვიყენოთ ახალ ტაძარში რიტუალისთვის. მზად არის ალტარიც, სპეციალური საპონი, გვირგვინი და მზადდებიან პატარა ბიჭები, რომლებიც არასრულებენ რიტუალს“-აცხადებს კავშირი.
    დამზადებულია სპეციალური ღვინო, 30 ბოთლი, რომელიც უკვე სინედრიონშია მიტანილი. ღვინო აუცილებელი ელემენტია მსახურებისთვის
    ისრაელის სამეცნიერო ცენტრში Mikdash დაიწყეს რიტუალური ზეთისხილის ზეთის წარმოება. უკვე მზადაა 700 ფორმა ამ ზეთისთვის. რაბინმა შმუელ ვეფერმა აღფრთოვანებით განაცხადა, რომ ეს ზეთი ხელით დაკრეფილი ზეთისხილისგან სპეციალური ხერხით არის დამზადებული და მივა იერუსალიმის იმ ტაზარში, რომელიც მალე აღსდგება.
    რეზიულეს სახით ვიტყვი, რომ ისრაელში სიხარული სუფევს, მედიაც კი გაჩერდა მსგავსი ტემების ირონიზაციისგან. ერთადერთი რაზეც ყველა დუმს, ეს არის არსებული მეჩეთის აღება, დანარჩენი თემები კი ისრაელში უკვე გახსნილია.
    ვრცლად მასალა იხილეთ cont.ws
    წყარო: geomediatv.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი