"როდესაც ჩვენ არ წავედით ევროპისკენ ევროპა წამოვიდა ჩვენკენ", - ასე შეაფასა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთაველზე გამართულ ტელეკომპანიის მხარდასაჭერ აქცია-კონცერტზე სტრასბურგის გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს დღე არის იმ ძალების დამარცხების დღე, რომელიც სხვაგან ექაჩებიან ამ ქვეყანას
"რაც მთავარია ქართველ ხალხს არ მოსწონს როდესაც გადავუხვიეთ ევროული გზიდან, ქართველ ხალხს არ მოწონს როდესაც არ მივდივართ სიმართლის გზით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი რამე მოხდა ამ დღეებში. როდესაც ჩვენ არ წავედით ევროპისკენ ევროპა წამოვიდა ჩვენკენ. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, დღეს არის ევროპული დემოკრატიის გამარჯვების და ზეიმის დღეს. დღეს არის იმ ძალების დამარცხების დღე, რომელიც სხვაგან ექაჩებიან ამ ქვეყანას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.