ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გემრიელი და ყველა ქალბატონისთვის ხელმისაწვდომი დიეტა მონიკა ბელუჩისგან

    მართალია, მონიკა ბელჩი არასდროს ვარჯიშობს და არ ტანჯავს საკუთარ ორგანიზმს დიეტებით, მაგრამ ყოველთვის გონივრულად იკვებება.

    ბელუჩის ცხოვრების სტილი მუშაობაა და სწორედ გადატვირთული სამუშაო დღე ეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. „ძალიან ცდებით თუ გგონიათ, რომ დილის ხუთ საათზე ავდგები, ვივარჯიშებ და მერე გადაღებებზე წავალ“, – ამბობს მსახიობი. თუმცა, მის ცხოვრებაშიც არის პერიოდები, როცა ახალ ფილმში როლის მისაღებად აუცილებელია ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლება. ამგვარი შემთხვევებისთვის იტალიელ ლამაზმანს სპეციალური, შვიდდღიანი დიეტა აქვს შემონახული.

    დიეტა მონიკა ბელუჩისგან:
    * პირველი დღე – საუზმე: ერთი ჭიქა ყავა, ორი საშუალო ზომის კრეკერი ერთი კოვზი ჯემით. სადილი: ზეითუნის ზეთით შენელებული ბოსტნეულის სალათი, მთელმარცვლოვანი პურის ერთი ნაჭერი, 150 გრამი ხილი ან კენკრა. ვახშამი: სპაგეტი გახეხილი ყველით, ნებისმიერი ხილი ან ბოსტნეული.

    * მეორე დღე – საუზმე: იუგურტი და ცოტა ხილი. სადილი: ომლეტი (სამი კვერცხის ცილა, ერთი გული), მოთუშული ყაბაყი, მთელმარცვლოვანი პურის ერთი ნაჭერი. ვახშამი: 120 გრამი უცხიმო მოხარშული ხორცი, ხილის ან ბოსტნეულის სალათი.

    * მესამე დღე – საუზმე: ორი ტოსტი, ერთი ჭიქა ჩაი ლიმონით. სადილი: ზეითუნის ზეთით და მწვანილით შენელებული მოხარშული კარტოფილი, უცხიმო ყველი. ვახშამი: სპაგეტი პომიდვრითა და მწვანილით, ხილი.

    * მეოთხე დღე – საუზმე: 200 გრამი უცხიმო იოგურტი ერთი სუფრის კოვზი სიმინდის ფანტელით. სადილი: 50 გრამი მოხარშული ბრინჯი, 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 100 გრამი მოთუშული ყაბაყი, კენკრა. ვახშამი: 150 გრამი მოხარშული თევზი, ზეითუნის ზეთით შენელებული ბოსტნეულის სალათი, ყურძენი.

    * მეხუთე დღე – საუზმე: ტოსტი და ხილის წვენი. სადილი: სპაგეტი მწვანილით, რამდენიმე ნაჭერი ანანასი. ვახშამი: სალათი (დაკონსერვირებული ლობიო, მოხარშული კვერცხი, ხახვი, მწვანილი), მთელმარცვლოვანი პურის ერთი ნაჭერი, ხილი.

    * მეექვსე და მეშვიდე დღე – ნებისმიერი დღის მენიუს გამეორება.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი