ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ხაინდრავა პრეზიდენტ მარგველაშვილს პოლიტიკურად ბეცს, უნიჭო კომედიანტს, კეკლუცს, პოლიტკურად პატივმოყვარეს უწოდებს.

    მარგველაშვილი არის პოლიტიკურად ბეცი, კეკლუცი, პატივმოყვარე და უნიჭო კომედიანტი
    კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეს, ამერიკის ელჩს იან კელის და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს.
    ხაინდრავა პრეზიდენტ მარგველაშვილს პოლიტიკურად ბეცს, უნიჭო კომედიანტს, კეკლუცს, პოლიტკურად პატივმოყვარეს უწოდებს. 
    იმ ჯგუფმა, რომელმაც თავი მოიყარა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გაგებაში არ არის სად ცხოვრებს, რას წარმოადგენს, რა დაავალა ქართველმა ხალხმა -აცხადებს  ხაინდრავა. 
    ხაინდრავას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო აბსოლუტურად უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომელიც მთლიანად სიცრუესა და სიყალბეზე იყო დაყრდნობილი და შესაძლოა, აღნიშნულმა საქმემ სამართლებრივი ველიდან გადაინაცვლოს პოლიტიკურ სიბრტყეში.
     რეჟისორი ასევე  თვლის, რომ  აშშ-ს  ელჩი ეწინააღმდეგება მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოფიციალურ კურსს.
    - „ჩემი ღრმა რწმენით, ანგაჟირებულმა ადამიანმა, ვინმე უცნობმა, ინკოგნიტო მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს ისტორიას არ ახსოვს და რომელიც არასდროს არ გამოიყენებოდა კერძო დავებთან მიმართებაში - გამოიყენებოდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე იდგა საფრთხის ქვეშ.
    ეს აჟიოტაჟი ატეხილია იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს ყველა ღონე, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტი დარჩეთ ისევ იმ ფსევდოლიბერალურ ძალებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჯიჯგნიდნენ საქართველოს. ამის წინაპირობა იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსი და ელჩის იან კელის მოქმედება.
    ეს არის პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატების, როცა საკუთარი ელჩი ეწინააღმდეგება მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოფიციალურ კურსს.
    ბატონმა ტრამპმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ლობიზმი, რომლითაც დაავადებულია ვაშინგტონი, დამთავრებულია და ის აღარ იქნება.
    მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ზის კიევში, ცდილობს, როგორმე დაბრუნდეს საქართველოში და გააგრძელოს დანაშაულებრივი პოლიტიკა. სწორედ ეს არის „რუსთავი 2“-ის მიზანიც, ის არის პარტიული რუპორი და არავითარი კავშირი თავისუფალ მედიასთან არ აქვს, რაც ძალიან კარგად იცის ბატონმა იან კელიმ.
    ეს ასევე, იცის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რომელიც კომედიანტად გადაიქცა, იმიტომ, რომ ის განცხადებები, რაც გუშინ მომივისმინეთ, სხვას ვერაფერს დაარქმევ თუ არა უნიჭო კომედიანტობას.
    გიორგი მარგველაშვილი იმ ინსტიტუტების შეურაცხმყოფელად იქცა, რომლის გარანტიც თვითონ უნდა იყოს.
    უზენაესი სასამართლოს იმ 9 მოსამართლიდან, რომელმაც ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე, 4 გიორგი მარგველაშვილის წარდგენიალია, 5 კი - „ნაციონალური მოძრაობის“.
    მათი დამანგრეველი განცხადება გააკეთა მარგველაშვილმა.
    მისმა სპიკერმა კი მადლობა გადაუხადა იმ ევროპას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველში თავისუფალი და დამოუკიდელები სასამართლო სისტემის არსებობა.
    ეს მარაზმიც აღარ არის, ეს არის პოლიტიკური სიბეცე.
    იმ ჯგუფმა, რომელმაც თავი მოიყარა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გაგებაში არ არის სად ცხოვრებს, რას წარმოადგენს, რა დაავალა ქართველმა ხალხმა.
    ეს გაუთავებელი კეკლუცობა და პოლიტიკური პატივმოყვარეობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კონსტიტუცია ერთ კაცს არ უნდა ერგებოდეს, ხომ ყველამ კარგად იცის, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად პიროვნულად არავის არ აურჩევია.
    ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რომლის სახელი და გვარი იყო გიორგი მარგველაშვილი.
    არათუ პრეზიდენტად არ აირჩევენ მომავალში გიორგი მარგველაშვილს, არამედ იმ სასახლის სახლმართველადაც არ აირჩევენ, სადაც ის ცხოვრობს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი