ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    “ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელი დირექტორი განცხადებას ავრცელებს

    “ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელი დირექტორი განცხადებას ავრცელებს
    “ყველა მოქალაქეს ვთხოვ, რომელიც ნაკლებად არის დაინტერესებული ამ პრობლემით, ნუ შექმნიან აჟიოტაჟს და ნუ გადაიყვანენ ამ ტრაგედიას პოლიტიკურ ჭრილში“, – განაცხადა “ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მაჭავარიანი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში:

    “მოიჯარეების ნაწილს ქონება დაზღვეული ჰქონდა, უმეტეს ნაწილს არ ჰქონდა დაზღვეული. ძალიან დიდი ხანძარი იყო. რამდენიმე წუთის მერე მოვიდნენ სამაშველო სამსახურები, თუმცა, ხანძარი ამ დროში უკვე მოდებული იყო სრულ შენობას. ყველა მოქალაქეს ვთხოვ, რომელიც ნაკლებად არის დაინტერესებული ამ პრობლემით, ნუ შექმნიან აჟიოტაჟს და ნუ გადაიყვანენ ამ ტრაგედიას პოლიტიკურ ჭრილში. ყველას ვთხოვ, ნუ გამოიყენებენ ბავშვთა სამყაროს თავისი პირადი მიზნებისთვის. ნიკა მელიას ვიცნობ, გამარჯობით, ასევე ალეკო ელისაშვილი დავინახე და ვთხოვ, თავიანთ საქმეებს მიხედონ და ჩვენს პრობლემას თავი დაანებონ.

    ხელშეკრულებაში ფორსმაჟორი წერია და ამ შემთხვევაში, არ ვართ ვალდებულები, თუმცა, ეს ადამიანები პირველ რიგში ჩემი მეგობრები არიან, არამხოლოდ მოვაჭრეები და ვეცდებით, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ.

    ხელშეკრულების მიხედვით, “ალდაგი” შენობის ფულს თუ გადაიხდის, პარტნიორებთან დავსხდებით და პირველ რიგში შესაძლებლობების ფარგლებში გავითვალისწინებთ მოვაჭრეების პრობლემას.

    ამ შემთხვევაში მერია ვალდებული არ არის ჩვენს წინაშე. ვართ სააქციო საზოგადოება”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

    მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, ზარალმა რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.

    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი