ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "დანამდვილებით ვიცი, რა დონის შეხვედრები ჰქონდა მას და პოლიტიკური დიპლომატიის რა რთულ "სიმებს" შეეხო"-მამუკა არეშიძე

    "დანამდვილებით ვიცი, რა დონის შეხვედრები ჰქონდა მას და პოლიტიკური დიპლომატიის რა რთულ "სიმებს" შეეხო"-მამუკა არეშიძე
    საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დაახლოების გზების ძებნას შეუდგა. ვაშინგტონში პრემიერის მრჩევლის, თედო ჯაფარიძის, მნიშვნელოვანი ვიზიტის შემდეგ, აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეწვია, რომელიც ამერიკის სენატისა და ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ ჯანელიძე შეხვდა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს მაიკლ ფლინსა და ახალ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს. "პოზიტიურად საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში... რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსადა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. მივიღეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი, სუვერენიტეტისადმი ამერიკის შეერთებული შტატებისმტკიცე მხარდაჭერა. მათ აქვთ სურვილი, საქართველოს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდით ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სტაბილურ, მშვიდგანვითარებას და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ რექს ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ.

    როგორ შეიძლება წარიმართოს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი პრეზიდენტობის განმავლობაში? - ამ საკითხებზე ისაუბრა მამუკა არეშიზემ.

    "ერთი რამ ცხადია - საგარეო საქმეთა მინისტრის ამ წარმატებული ვიზიტის მოსამ­ზადებლად ბოლო ერთი თვის განმავლობა­ში თედო ჯაფარიძემ, ჩვენს ელჩ დავით ბაქ­რაძესთან ერთად, ტიტანური სამუშაო გასწია. დანამდვილებით ვიცი, რა დონის შეხვედრები ჰქონდა მას და პოლიტიკური დიპლომატიის რა რთულ "სიმებს" შეეხო... ამ შეხვედრების შედეგებზე ჯერ პრინციპულად არ ვილაპარაკებ, რადგან ჩემთვის ინფორმაცია ბოლომდე ცნობილი არ არის, მით უფრო - ამერიკული მხრიდან. შეხვედრების ეს მაღალი დონე მახარებს და იმედიანად განმაწყობს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის მაღალი ხარისხი არათუ­ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აშშ რჩება ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად.

    რაც შეეხება ახალი ადმინისტრაციის პირველ ნაბიჯებს და აშშ-ში შექმნილ ვითარებას, ზუსტი შეფასებები აქაც რთულია, რადგან ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ დეკლარირებული ფრაზები, მაგალითად, სირიაში ამერიკისა და რუსეთის ჯარების ერთობლივი მოქმედების შესახებ, თუმცა რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ ჩანს... ერთადერთი, რაზეც შეგვიძლია მეტ-ნაკლებად დაზუსტებით ვილაპარაკოთ, ის არის, რომ ტრამპი არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ირანთან ურთიერთობის იმ ფორმის შენარჩუნებას, რომელიც ბოლო პერიოდში ობამამ დააწესა"; 

    არეშიძე თვლის, რომ რაც ხდება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, უკიდურესად უარყოფითად აფასებს. საზოგადოება დაიღალა ამ გაუთავებელი დავით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებს, განსაკუთრებით კი - პარლამენტის წინა თუ ამჟამინდელი მოწვევის უმრავლესობას შორის. მისივე თქმით, ვერ შედგა ეს ურთიერთობა, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. არის თითქოს გამონათებები, რაღაც დაუჯდებათ ჭკუაში, შეთანხმდებიან, მაგრამ ამას არა აქვს სისტემატური ხასიათი. სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობას მახინჯი ფორმა აქვს. ის კი არა, რომ აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა იყოს, სწორედაც უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იგრძნობოდეს პერსონალიებს შორის უთანხმოება.ეს განსაკუთრებით პარლამენტის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ეტყობა"-განაცხადა მამუკა არეშიძემ. 


    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი