ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    რუსთავი2 – ს არაერთხელ გაუცია სახელმწიფო საიდუმლო და მტრისთვის თავის გადაცემებში ღიად უჩვენებია ის



    ყოფილი დეპუტატი, ანზორ აბრალავა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ტელეკომპანია „რუსთავი2“ – ის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ტელეკომპანიის მიერ გაკეთებული განცხადებები აგრესიულია და ძალადობისკენ მოწოდებებს შეიცავს:

    რუსთავი 2 დაზარალებული არ არის. ის თვითონაა შეტევაზე გადასული. ამ ტელეკომპანიას არაერთხელ გაუცია სახელმწიფო საიდუმლო და მტრისთვის თავის გადაცემებში ღიად უჩვენებია ის, რაც არ უნდა ეჩვენებინა. ცოტა ხნის წინ ეს კიდევ ერთხელ მოხდა. ნაცმოძრაობა და რუსთავი 2 სხვებს ეძახიან მოღალატეებს და საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ სამხედრო ცერცვაძე უკრაინაში დააკავეს. სინამდვილეში, ნაციონალები და მათი ტელევიზია თვითონ აგრძელებენ რუსეთის საქმის კეთებას და ასაჯაროებენ ჩვენი სამხედროების კოორდინატებს. ეს ახლა კიდევ ერთხელ გააკეთეს“.

                                                                                                                                წყარო: mediapress.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი