ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თბილისის კლინიკებში (და წყალტუბოშიც) ხშირად ვაკვირდები პაციენტებს და აშკარად ვამჩნევ, რომ აზერბაიჯანელები მათ შორის 30-50%-ს შეადგენენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი % საზოგადოებაში დაახლოებით 9%-ია.
მიზეზი შეიძლება იყოს:
1. აზერბაიჯანლები მეტად ზრუნავენ ჯანმრთელობაზე;
2. საყოველთაოს გარდა ჯიბიდანაც ამატებენ/მეტი შემოსავალი აქვთ/მეტად შრომისმოყვარენი არიან;
3. მეზობელი აზერბაიჯანიდანაც ჩამოდიან;
ან შეიძლება სამივე ვარიანტი ერთადაა", - წერს უძილაური.