ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „სახლიდან გამაგდეთ დედაშენის და შენი დის დახმარებით“-„იქს ფაქტორის“ მონაწილეს ყოფილი ცოლი სადისტს უწოდებს – exclusive

    „იქს ფაქტორის“ მონაწილის, გუგა აფციაურის ეკრანზე გამოჩენამ მისი ყოფილი ცოლი გაააქტიურა სოციალურ ქსელში. მარი ჩიჩუა შანსს არ უშვებს ხელიდან ყოფილი ქმარი რომ არ დაამციროს და უშვერი სიტყვებით არ მოიხსენიოს პროექტის ფეისბუქგვერდზე. მისი კომენტარები გუგას ფოტოებზე ინკოგნიტო პროფაილით არის გაკეთებული. როგორც გუგა ამბობს, მომხმარებელი ნიკნეიმით „smile smile“ მისი ყოფილი მეუღლეა.
    ყოფილ ცოლზე მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში წერდა.
    „ამჟამად ჩემი გული თავისუფალია! 3 წლის წინათ დავშორდი მეუღლეს, რომელთანაც 7 წელი ვიცხოვრე. ბევრჯერ შევრიგდით, თუმცა, როცა ურთიერთობაში გამოუვალი მდგომარეობაა და წყვილს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს, ამ შემთხვევაში მეორე ადამიანს უნდა მისცე შანსი, რომ სხვაგან იპოვოს ბედი. სამწუხაროდ, შვილი არ გვყავს. ყოფილი მეუღლისთვის „X ფაქტორის“ სცენაზე ჩემი გამოჩენა სიურპრიზი იქნება. მგონია, რომ მიგულშემატკივრებს. ის ამჟამად კულტურის სამინისტროში მუშაობს. ერთი პერიოდი მოდელობდა კიდეც.“
    როგორც ჩანს, გუგამ ვერ გათვალა, მარი მის გულშემატკივრებში ნამდვილად არ მოისაზრება. გთავაზობთ სქრინებს, სადაც მარი ყოფილ მეუღლეს ლანძღავს და ძალადობაში ამხელს.

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი