ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე გალა კონცერტი გაიმართა. კონცერტი ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა. ამის შემდეგ სცენაზე ანსამბლი „ერისიონი“ გამოვიდა. მათ ხელში ეკავათ დროშები. ეს იყო იმ 28 ქვეყნის დროშა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უკვე აქვთ საშუალება, უვიზოდ იმოგზაურონ. კონცერტს მსახიობი კახა კინწურაშვილი და „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ლიზა წიკლაური უძღვებოდნენ.
კონცერტზე შესრულდა თაკო გაჩეჩილაძეს საევროვიზიო სიმღერის განახლებული ვარიანტი. საქართველოს ჰიმნი, რომელიც მალე გაირკვა, რომ ფონოგრამა ყოფილა. ჩართული არ იყო მარიამ როინიშვილის მიკროფონი. ამდენად, მისი ხმა სცენიდან მაყურებლამდე ვერ აღწევდა.
„პრაიმტაიმი“ კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე მერიის კულტურის სამსახურს დაუკავშირდა და კონცერტზე გამომსვლელი ანსამბლების, ჯგუფებისა და სოლო შემსრულებელთა სია ითხოვა. სია ამ დრომდე ჩვენამდე არ მოსულა.
გარდა არაერთი ლაფსუსისა, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, მთავარი პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. სამწუხაროდ, მომღერლები რომლებიც წინა მთავრობის დროს გალა კონცერტებზე გამოდიოდნენ, დღეს კვლავ ჩრდილ ქვეშ არიან. ჩვენ ამ მომღერლებს დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.
სოფო ნიჟარაძე:
– სოფო, ევროპის მოედანზე ვიზალიბერალიზაცია ვიზეიმეთ, ქართველ მომღერლებთან და ხელოვანებთან ერთად. მათ შორის არ იყავით თქვენ. არ მიგიწვიეს თუ?..
– არ მიმიწვიეს.
– როგორ გგონია, რატომ, ხომ არ გრძელდება შერჩევითი პოლიტიკა ხელოვანებთან დაკავშირებით?
– ჩემი და ჩემი ხალხის ურთიერთობა ჩემი შემოქმედებით, ჩემი აქტიურობით და მუდამ სიახლის კეთებით ხდება და არა თითოჯერ სამთავრობო ღონისძიებაზე გამოსვლით, ამიტომ რჩეულთა შორის ყოფნა ნაკლებად მაღელვებს. მე ჩემს სათქმელს ყოველთვის ვიტყვი ყველა მოვლენასთან დაკავშირებით, ასევე, შემოქმედებითად და ამაში ვერავინ შემიშლის ხელს! ვულოცავ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციას, ჩვენ ბევრი გამოვიარეთ, ვიწვალეთ, ბევრი რამ გადავლახეთ და წარმატებებსაც მივაღწიეთ. ჩვენ შევდივართ ევროპულ ოჯახში და ეს არის უდიდესი ნაბიჯი, რომელიც დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს, რასაც ჰქვია ევროპის სრულფასოვანი წევრობა!
კახა მამულაშვილი:
– კახა, ევროპის მოედანზე ევროპასთან ინტეგრაცია ვიზეიმეთ…
– ახლა არ მკითხო, რატომ არ იმღერა ლელამო.
– მაგის კითხვას ვაპირებდი, თქვენ არ გიხარიათ ვიზალიბერალიზაცია?
– ძალიან გვიხარია, ძალიან, რომ ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა ევროკავშირის წევრი ხდება.
– კონცერტზე არ მიგიწვიეს, თუ თავად არ მოინდომეთ?
– არ ვიცი, არავის დაურეკავს…
– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიეჩვიეთ უკვე, კონცერტებზე რომ არ გეძახიან…
– მივეჩვიეთ, მივეჩვიეთ. მართალი გითხრა, საერთოდ არ მაინტერესებს ეგ კონცერტები და ვაფშე არ ვფიქრობ, ვის ვინ ვისიანი ჰგონია. ყველა კარგად იყოს, ბედნიერად.
სტეფანე მღებრიშვილი:
– რა თქმა უნდა, არ დამირეკეს… დღეს ჩემი სიმღერები ისევ აქტუალურია, მოსმენებით პირველ ადგილზეა და რა ვიცი, რა გითხრათ… შერჩევითია პოლიტიკა, აბა, რა ჰქვია ამას.
კახაბერი:
– დიდი ხანია, მივეჩვიე იმას, რომ თუ რამეს აკეთებს ვინმე მთავრობიდან, ჩვენ, „კახაბერი და ხანუმები“, არასდროს არ ვართ მიწვეულები. იმედი მაქვს, ძალიან მალე გაირკვევა, ვინ არის ადამიანი, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. როცა საქმე ვიზალიბერალიზაციას ეხება, მე არ ვიცი სხვა მუსიკალური პროექტი, რომელიც ჩვენზე კარგად ახორციელებს ქართული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაციას ქვეყნის გარეთ. სულ ჩვენ რომ გვირეკავთ და გვეკითხებით, რატომ არ ხართ ამა თუ იმ კონცერტზეო, იქნებ ერთხელ მაინც მათ დაურეკოთ და ჰკითხოთ, რატომ არ ვართ ჩვენ კონკრეტულ კონცერტზე მიწვეულნი და რა კრიტერიუმებით არჩევენ მომღერლებსა თუ ჯგუფებს.
– რამდენი ხანია, რაც მთავრობის, მერიის, კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე არ გამოსულა „კახაბერი და ხანუმები“?
– კულტურის სამინისტროზე ვერ ვიტყვი იგივეს, იმიტომ, რომ შარშან აგვისტოში სვანეთში გაგვიშვა (თბილისი დიდი ხანია, დავივიწყეთ), დანარჩენი რა გითხრათ, 5 წელია გალა კონცერტებზე არ გამოვსულვართ. მიმაჩნია, რომ ჩვენი ჯგუფი ერთადერთია, რომელიც სუფთა ქართულ საქმეს აკეთებს და მის პოპულარიზაციას ემსახურება ქვეყნის გარეთ… როცა სახალხო ზეიმი იმართება იქ ხალხის საყვარელი არტისტები უნდა მღეროდნენ. ჩვენზე ვერ იტყვიან, რომ ხალხს არ ვუყვარვართ და დაინტერესება და მოთხოვნა არ არის. იქნებ დავაშავეთ რამე, გვითხრან, იქნებ ბოდიში გვაქვს მოსახდელი? იქნებ გამოვსწორდე და უფრო კარგად მოვიქცე (იცინის).
ნინო ჩხეიძე:
– რა გითხრა, ეს მათ ჰკითხეთ, რა თქმა უნდა, ჩემთვის არავის დაურეკავს, როგორც ყოველთვის.
მერიის კულტურის სამსახურში გვითხრეს, რომ „სუხიშვილები“ ამ კონცერტზე გასტროლის გამო ვერ მოხვდნენ. ჩვენ ნიანუ სუხიშვილს დავუკავშირდით და გავარკვიეთ, რომ მათთვის არავის მიუმართავს.
ნიანუ სუხიშვილი:
– 27 მარტს ევროპის მოედანზე გამართულ კონცერტზე მინდა გკითხოთ, მერიის კულტურის სამსახურმა გვითხრა, რომ თქვენ გასტროლი გაქვთ და ამის გამო ვერ მოხვდით გალა კონცერტზე…
– არ ვართ ქალაქში, პოლონეთში ვართ. 27-ში, შუადღეს, კონცერტისთვის ჩამოვედით ქალაქ ვოსტოკში, დღეს უკვე ვარშავისკენ მივდივართ. ფიზიკურად დროც არ გვექნებოდა.
– შემოთავაზება თუ იყო მერიისგან კონცერტში მონაწილეობაზე?
– არა, ნამდვილად არ ყოფილა. არავინ არ დაგვკავშირებია. ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ ყოველთვის გვყავს რეზერვი საქართველოში. რაღაცას მოვახერხებდით, უარს ნამდვილად არ ვიტყოდით, ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე აუცილებლად გამოვიდოდით.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“
წყარო