ნოვოსიბირსკში სასამართლომ, კლინიკას, სადაც 29 წლის ქალს სამედიცინო შემოწმებისას ქალიშვილობა დააკარგვინეს, 45 ათასი რუბლის ოდენების კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
მოსარჩელე კლინიკას თავიდან 2 მილიონს სთხოვდა, თუმცა რუსეთის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, კომპენსაციამ 45 ათასი რუბლი შეადგინა.
ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას RIA ავრცელებს.
დაზარალებულის ადვოკატის თქმით, ქალმა გინეკოლოგს შემოწმების წინ აცნობა, რომ ქალიშვილი იყო. ადვოკატი აცხადებს, რომ დაზარალებული რელიგიური ადამიანია და ქორწილამდე სქესობრივი კავშირის წინააღმდეგია. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ ინციდენტის გამო, ქალის ქორწინება ჩაიშალა.
ექსპერტიზამ ქალი ისევ ქალიშვილად მიიჩნია, რადგან საქალწულე აპკი ბოლომდე დაზიანებული არ ჰქონდა.