ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    როგორ ვრცელდება მენინგიტი და რით არის საშიში...


    რა სიმპტომები ახასიათებს მენინგიტს, როგორ ხდება მისი გავრცელება და როგორია პრევენციის გზები, ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა ნევროლოგი ანი ჩოჩია გვესაუბრება.

    - რა არის მენინგიტი?
    - მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა. თავის ტვინში არის 3 გარსი: მაგარი, რბილი, ქსელისებრი. იმისდა მიხედვით, თუ რომელი გარსის ანთებაა, არჩევენ: პაქიმენინგიტს (მაგარი გარსის), ლეფტომენინგიტს (რბილი გარსის), არაქნოიდიტს (ქსელისებრი გარსის). არჩევენ მენინგიტებს: სერიოზულს (არაჩირქოვანს) და ბაქტერიულს (ჩირქოვანს), ასევე პირველადს და მეორადს იმის მიხედვით, თუ როგორ იწყება დაავადება.

    პირველადია, როდესაც მწვავედ იწყება გარსების ანთების კლინიკური ნიშნები. მეორადია, როდესაც არსებობს სხვა დაავადება. მაგ: ყბაყურა, ჩუტყვავილა, ტუბერკულოზი და ამ დაავადებების ფონზე იწყება მეორადი მენინგიტი.

    - რა სიმპტომები ახასიათებს მენინგიტს?
    - მენინგიტს ახასიათებს ე.წ. მენინგიალური სიმპტომო კომპლექსი: დაავადება უმეტესად მწვავედ დაწყება, მაღალი ცხელებით, ძლიერი თავის ტკივილით, გულისრევა ღებინებით. ღებინებამ ხანმოკლედ შეიძლება შეამციროს თავის ტკივილი, შემდგომ ისევ ინტენსიურად იწყება ტკივილი. სინათლეზე გახედვის შიში (ფოტოფობია), მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერესთეზია, არ სიამოვნებს საბნის შეხება), გულყრები, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლებელია იყოს სპეციფიური პოზა საწოლში, მუცელთან მოხრილი ფეხები, თავი უკან გადაწეული.

    მენინგიალური სიმპტომო კომპლექსი გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მოიცავს ნევროლოგის მიერ გასინჯვის შედეგად გამოვლენილ კისრის რიგიდობას (ბრუძინსკის და კერნიგის სიმპტომებს). შესაძლებელია კანზე ჰქონდეს წვრილი წერტილოვანი სისხლჩაქცევების მაგვარი გამონაყარი (ვარსკვლავისებრი ტიპის), რაც მიუთითებს მენინგოკოქცემიის არსებობას და სწრაფად მოითხოვს სტაციონირებას.

    - შესაძლოა ის უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს? 
    - არის რიგი მენინგიტებისა: ტუბერკულოზური მენინგიტი, რომლის კლინიკური გამოვლინება ძალზე რბილია და შესაძლებელია პაციენტი დადიოდეს არა შემაწუხებელი თავის ტკივილით და მცირედი მომატებული სხეულის ტემპერატურით რამდენიმე დღის მანძილზე.

    - რა იწვევს მენინგიტს? 
    - ბაქტერიული მენინგიტის მრავალი გამომწვევი ბაქტერია არსებობს. მისი ხშირი გამომწვევია ასევე ენტეროვირუსი. ვირუსები, რომლებიც იწვევენ მენინგიტს, ვრცელდება უპირატესად ადამიანიდან ადამიანზე, მაგალითად: ფეკალურ-ორალურად (ენტეროვირუსები), ჰაერით (წითელა, ჩუტყვავილა), რესპირატორული წვეთით (ენტეროვირუსები, ყბაყურა ვირუსი), პირდაპირი კონტაქტით (ყბაყურა, წითელა, მარტივი ჰერპესი, ვარიცელა), ხოლო არბოვირუსების შემთხვევაში გადაცემა ხდება ართროპოდების (მოსკიტების, ტკიპების, ბუზების, ქინქლების) საშუალებით.

    - რომელ სეზონზე არის ეს დაავადება ყველაზე აქტიური? 

    - ვირუსული მენინგიტები ყველაზე ხშირად გვხვდება ზაფხულ-შემოდგომის სეზონზე და უპირატესად ბავშვებში. ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 7-10 დღე. 1000 ინფიცირებულიდან მენინგიტი უვითარდება მხოლოდ ერთს. ვირუსის გამოყოფა გარემოში გრძელდება გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში.

    - დაავადების დიაგნოსტიკის რა მეთოდები გამოიყენება? 
    - დიაგნოზის დადგენის მიზნით მოწოდებულია შემდეგი კვლევები, რომლებიც ტარდება მხოლოდ სტაციონარის პირობებში.

    სისხლის საერთო ანალიზი
    თავ-ზურგ ტვინის სითხის გამიკვლევა (ლუმბალური პუნქცია)
    სპინალური სითხის ვირუსოლოგიური ან მოლეკულური კვლევის მეთოდები (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, PCR).
    თავის თვინის მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია

    - როგორ უნდა გავარჩიოთ ის სხვა დაავადებისგან? 
    - მენინგიტი მძიმე ავადობაა, როგორც ზემოთ აღნიშნულია, ახასიათებს სპეციფიური კლინიკური სურათი და დროულად აღებული თავ-ძურგ ტვინის სითხე იძლევა სწორი დიაგნოსტიკის საშუალებას.

    - ვინ შედის რისკ ჯგუფებში? 
    - ვირუსული მენინგიტის განვთარების რისკ-ფაქტორებია: მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ასაკს (ძირითადად 5 წლამდე ასაკი), იმუნიზაციას, მიმდინარე და გადატანილ დაავადებებს.

    - როგორ ხდება მისი მკურნალობა? 
    - ვირუსული მენინგიტის მკურნალობა ხდება ანტივირუსული პრეპარატებით, გართულების შემთხვევაში ხდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა. გულყრების დროს კიანტიეპილეფსიური პრეპარატებით.

    - რა კვალს ტოვებს მენინგიტი ადამიანის ორგანიზმში და ნერვულ სისტემაში? 
    - მოზრდილებში ახასიათებს ნაკლებად მწვავე მიმდინარეობა და სრული გამოჯანმრთელება. 1 წლამდე ასაკის ბავშებში კი ბაქტერიოლოგიურმა მენინგიტმა შესაძლოა დატოვოს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შემდგომი გულყრების განვითარების რისკი.

    - როგორია პრევენცია? 
    - იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსული მენინგიტების უმრავლესი ფორმა გამოწვეულია ენტეროვირუსებით, რომელიც გარემოში გამოიყოფა ფეკალიებით, ინფექციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მკაცრი ჰიგიენის დაცვა, განსაკუთრებით ხელების ხშირად და გულმოდგინედ დაბანვა. ვაქცინაცია წარმოადგენს წითელას, ყბაყურას და ჩუტყვავილას მენინგიტის პროფილაქტიკას. ეპიდემიური შემთხვევების დროს კი აუცილებელია მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.

    სალომე გორგოშიძეшаблоны для dle 11.2
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი