ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    საპატრიარქოს კარის თამაშები,კლანები საპატრიარქოში - ვინ იბრძვის პატრიარქობისთვის

    საკვირაო გადაცემაში "იმედის დრო" სასულიერო და საერო პირები საპატრიარქოში არსებულ მდგომარეობასა და კლანებზე ღიად საუბრობენ.

    "ეს არის ბრძოლა გარკვეული ჯგუფების პატრიარქობისთვის და თბილი ადგილებისთვის", - ასე აფასებს საეკლესიო პირების ნაწილი.

    ეპისკოპოსთა დაჯგუფებებზე ინფორმაციას "იმედის დროს" რამდენიმე წყარო უდასტურებს.

    "იმედის დროს" ინფორმაციით, მეუფე ანდრია, მეუფე სპირიდონი, მეუფე სერაფიმე ჯოჯუა, საბა, ნიკოლოზი, პეტრე, დიმიტრი შიოლაშვილთან ერთად, საერთო ჯგუფის წევრებად განიხილებიან. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი ილია II-ის ძმიშვილია. სინოდის წევრთა ნაწილი პატრიარქობას მას უწინასწარმეტყველებს. მეუფე დიმიტრის გუნდს, სავარაუდოდ, მიეკუთვნებიან პატრიარქის დაცვის უფროსი და ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

    "იმედის დროს" წყაროს ინფორმაციით, მეორე დაჯგუფება ერთ რომელიმე კონკრეტულ პირთან არ ასოცირდება, თუმცა, ამ დაჯგუფების მიღმა უმაღლეს სასულიერო პირთა ერთობა იგულისხმება: შორენა თეთრუაშვილი - პატრიარქის მდივან-რეფერენტი, ქორეპისკოპოსი თეოდორე, ქორეპისკოპოსი იაკობი, ქორეპისკოპოსი შიო, არქიმანდრიტი გერასიმე, მეუფე იობი, იოანე გამრეკელი და ვახტანგ ნიკორწმინდელი.

    ამ სურათით იკვეთება, რომ სინოდის დანარჩენი 29 წევრის აზრი ჯერ-ჯერობით მერყევია.

    იღუმენი ილია ვაშაკიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში, ფაქტიურად, განხეთქილება მომხადრია.

    წესის მიხედვით, პატრიარქის ანდერძი, თუ ასეთი არსებობს, სპეციალურმა კომისიამ უნდა გახსნას.

    თეოლოგი ვლადიმერ ნარსია აცხადებს, რომ  მდივან-რეფერენტი, რომელიც პატრიარქის ბეჭედს და ფაქსიმილიას განკარგავს, სპეციალურ კომისიასთან ერთად, ხსნის ანდერძს. "დღეს ჩვენ სწორედ იმ საშიშროებაზე მივუთითებთ, რომ შორენას გააჩნია ძალიან დიდი უფლებები, შექმნას კომისია და დააკომპლექტოს ისე, რომ მის ხელში დარჩეს კვლავ მანიპულაციების ძალიან დიდი შანსები", - აცხადებს ნარსია.

    წესის მიხედვით, თუ ასეთი ანდერძი არ არსებობს, ან ანდერძში თანამოსაყდრის ვინაობა არ არის დასახელებული, ეკლესიის მართვა ახალი პატრიარქის არჩევნებამდე ქიროტონიით უპირატესზე გადადის, ანუ მასზე, ვინც ყველაზე დიდხანს ატარებს ეპისკოპოსის ტიტულს. ასეთი სინოდში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეა, პატრიარქისგან მინიჭებული ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

    თანამოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, რომლის დროსაც საკუთარი კანდიდატურის წამოყენება შეუძლია სინოდის ყველა წევრს. საბოლოოდ, კრება სამ კანდიდატზე თანხმდება და ირჩევს ერთს.

    ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესში გამოცოცხლდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ხნის მანძილზე, როგორც ჩანს, ჩასაფრებულები იყვნენ და ელოდნენ, ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება და ქონება.

    ის, რომ გავლენებისთვის და ძოწისფერი მანტიისთვის ბრძოლა საპატრიარქოში დიდი ხნის წინ დაიწყო, ამაზე ბოლოდროინდელი მოვლენების ქრონოლოგიაც მეტყველებს. 2016 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  საპატრიარქოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა ქონების დატაცებას და ამ საქმეში მეუფე თეოდორე ჭუაძე ფიგურირებდა. მალევე ქორეპისკოპოსი იაკობი ქადაგებაზე ამბობს, რომ დაცვის სამსახური პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებს. იმართება სინოდის სხდომა. ქორეპისკოპოსი აპირებს, პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის საკითხი დასვას.

    ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე კი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოხსნის თემას ლობირებს. სინოდი არც ერთ ამ საკითხზე არ მსჯელობს. მოგვიანებით პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. 2017 წლის დასაწყისში პატრიარქის დაცვის უფროსი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ პატრიარქის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებამ ზოგიერთი მღვდელმთავრის გაღიზიანება გამოიწვია.

    2 თებერვალს პატრიარქი გერმანიაში მიემგზავრება, სადაც მისი ქირურგიული ოპერაცია დაიგეგმა. 10 თეებერვალს გერმანიაში მიმავალ დეკანოზ გიორგი მამალაძეს აეროპორტში პროკურატურა აკავებს. გამოძიება ამბობს, რომ სასულიერო პირს ნატრიუმის ციანიდი აღმოუჩინა, რომლითაც, სავარაუდოდ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ეს ნაწილობრივ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო მეუფე იაკობი ირწმუნება, რომ ვისაც არ დასჯიან თავად დასჯის.


    წყარო


    шаблоны для dle 11.2

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი