ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    შერის გასაიდუმლოვებული ვიზიტი საქართველოში – ვის მიულოცა დაბადების დღე მომღერალმა – exclusive

    გუშინ კაზონო „ივერიის“ მომხმარებელს დიდი კუშის გათამაშებამდე სიურპრიზი მოუწყო სასტუმროს მენეჯმენტმა. სცენაზე მოულოდნელად პოპ დივა, შერი გამოჩნდა. კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, გრემისა, ემის და სამი ოქროს გლობუსის მფლობელმა მომღერალმა ერთი სიმღერა შეასრულა იქ მყოფთათვის. როგორც „პრაიმტაიმს“ წყარომ განუცხადა, ამ სიურპრიზის შესახებ წინასწარ არავინ იცოდა. თავად მომსახურე პერსონალიც გაოცებული შეჰყურებდა ამერიკელ მომღერალს.
    ჩვენი ინფორმაციით შერი სწორედ სასტუმრო Radisson blu-ს ამპარტამენტებში დააბინავეს მასპინძლებმა. მისი მასპინძელი კი კაზონოს ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“ გახლავთ. სწორედ მის 50 წლის იუბილეს დაემთხვა შერის გასაიდუმლოვებლი სტუმრობა საქართველოში.
    შერი იგივე შერილინ სარქისიანი (დ. 20 მაისი1946) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. მას მიღებული აქვს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოგრემიემი, 3 ოქროს გლობუსი და ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
    შერი ერთადერთი ქალი მომღერალია რომელსაც ჰქონდა ტოპ ათეულში შემავალი ჰიტი უკანასკნელი ხუთი ათწლეულიდან თითოეულში.
    ასევე შერი ცნობილია როგორც მომღერალი, რომელმაც ყველაზე დიდ ასაკში მოახერხა გრემის პრესტიჟული ჯილდოს აღება (53 წლის ასაკში). შერის სახელს უკავშირდება მუსიკალური ხმის ეფექტის ე.წ. ავტო-ტონის (Auto-Tune) დანერგვა, რის შემდეგაც იგი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე პოპ–მომღერლების მიერ. ავტო-ტონს მეორენაირად შერის ეფექტსაც ეძახიან, რადგან დივამ ის პირველად ცნობილ გრემით აღნიშნულ სინგლში “Believe”-ში გამოიყენა.
    შერი ასევე მოიხსენიება, როგორც ერთადერთი პოპ-დივა რომელიც მღერის თითქმის ყველა სტილში: Rock n’ Roll, Pop, Country, Rock, Metal, Disco Music, R&B.
    მხოლოდ შერი და ბარბრა სტრეიზანდი არიან ოსკაროსანი მსახიობები, რომელთაც პარალელურად გრემის ჯილდოც აქვთ მიღებული.
    ნინო მჭედლიშვილი

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი