ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოსახლეობას სპეციალური განცხადებით მიმართავს.

    როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან გვაცნობეს, ბოლო დროს სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მომსახურება მოსახლეობისთვის ფასიანი ხდება.

    "ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქმედებს კანონით დადგენილი ნორმების მიხედვით და მისი სერვისით თითოეული მოქალაქე უფასოდ სარგებლობს.

    ესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, არ აჰყვნენ ასეთი სახის იაფფასიან განცხადებებს და კითხვის გაჩენის შემთხვევაში, სწორი ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ დაუკავშირდნენ შესაბამის უწყებას", - ნათქვამია განცხადებაში.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი