ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მამუკა არეშიძე: საქართველოში ჩამოსული აფხაზების ნაწილი უკან უკიდურესად კეთილგანწყობილი ბრუნდება

    ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აფხაზეთში არსებულ  რუსულ პროპაგანდაზე ისაუბრა. არეშიძის თქმით, რუსეთი ცდილობს, სამედიცინო პოლისების გაცემით დააპირისპიროს აფხაზური და ქართული მხარე.


    „ანქვაბის პოლიტიკაში დაბრუნება არსებითად არაფერს შეცვლის... მიუხედავად რუსეთის ანექსიური პოლიტიკისა, აფხაზეთსა და ოსეთთან ურთიერთობისას მაინც ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ჩვენი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ქცევაზე. ნუ გვავიწყდება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობს მასშტაბური რუსული პროპაგანდა.

    ავიღოთ რუსეთის მიერ ახლახან გახმაურებული ინიციატივა, რომ სამედიცინო დაზღვევის პოლისებს  დაურიგებენ აფხაზებს - გადაწყვიტეს, ასე დაუპირისპირდნენ მკურნალობის მიზნით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე აფხაზების მასობრივ გადმოსვლას.

    ჩვენთან ჩამოსული აფხაზების ნაწილი უკან უკიდურესად კეთილგანწყობილი ბრუნდება, ნაწილს აგრესიული განწყობა უკეთესობისკენ ეცვლება, ზოგიც კი მიიჩნევს, რომ ქართველები ვალდებული არიან, მათ უმკურნალონ და ეს არის ზუსტად რუსული პროპაგანდის გავლენა. რუსეთის მიერ დარიგებული პოლისები მნიშვნელოვანი რამეა. აფხაზი პაციენტების ნაწილი კრასნოდარის მხარეში იმკურნალებს, მაგრამ, რასაკვირველია, აქაც ჩამოვლენ, რადგან ჩვენთან სამედიცინო მომსახურების გაცილებით მაღალი დონეა", - ამბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე.


    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი