ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „პრეზიდენტთან დაპირისპირება კონსტიტუციაში არ უნდა აისახოს“ - სოსო მანჯავიძე

    „პრეზიდენტთან დაპირისპირება კონსტიტუციაში არ უნდა აისახოს“ - სოსო მანჯავიძე
    "პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე თვის წინ, არჩევნებამდე დაგვპირდა, რომ თუ მომავალ პარლამენტში მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებოდა, ხალხის ნება კონსტიტუციაში აისახებოდა. ასეთი უმრავლესობა არსებობს," - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში.

    მისივე თქმით,  საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ქორწინება ქალისა და კაცის ერთობაა და ეს უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში.

    ხალხის ნების აღსრულება ხელისუფლების ვალდებულებაა. შეიძლება, ეს არ მოსწონდეს ვენეციის კომისიას, მაგრამ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ქართულმა ოცნებამ არჩევანი უნდა გააკეთოს.


    რაც შეეხება ქვეყნის მმართველობასთან და არჩევნებთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებებს, პრეზიდენტ მარგველაშვილის იდეოლოგიას არ ვიზიარებ. მისი თანამოაზრე არა ვარ, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, როცა მას კანონმდებლობით ებრძვიან. პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაპირისპირება არ უნდა აისახოს კონსტიტუციაში. კონსტიტუციური მოწყობა უმნიშვნელოვანესი საკითხია და პოლიტიკურ კინკლაობას არ უნდა დაუკავშირდეს. დარწმუნებული ვარ, საქართველოსნაირ ქვეყანას ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა სჭირდება. პრეზიდენტი პასუხს უნდა აგებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ძალაუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს ყველა დონეზე. ახლა არაეფექტური სიურეალისტური მოდელი გვაქვს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებებიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, რაც მომავალში ქვეყანას დიდ პრობლემებს შეუქმნის,"- აცხადებს სოსო მანჯავიძე. 
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი