პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანისუფლებათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულსხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა - ალექსადრეტაბატაძესთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმამიმდინარეობდა, რასაც საპარლამნეტო ოპოზიციისპროტესტი მოჰყვა და ამისთვის ხელისუფლება კიდევერთხელ გააკრიტიკეს.
სუს-ის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, უფროსისმოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ უწყების ძირითად მიმართულებებზე და სამსახურისპრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სუს-ის უპირველესი მისია - საქართველოსკონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო-ეკონომიკურიპოტენციალის, საშინაო და საგარეო საფრთხეებისგან დაცვა და ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოგარემოში ცხოვრების უზრუნველყოფაა. სამსახურის უფროსის მოადგილემ უწყების მთავარგამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა და ოკუპანტის მიერ მზარდი მილიტარიზაციისსაფრთხე დაასახელა.
პარლამენტში ალექსანდრე ტაბატაძესთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რასაცსაპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა და ამისთვის ხელისუფლება კიდევ ერთხელგააკრიტიკეს. საპარალმენტო უმრავლესობამ კი პირიქით, შეხვედრა საქმიანად შეაფასა. „როგორც კისხდომა დაიხურა, მაშინვე შესაბამისად, პროცესი საქმიან ვითარებაში წარიმართა“, - ამის შესახებპარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომის დახურვის თაობაზე ოპოზიციის განცხადებებისშეფასებისას აღნიშნა, „ყველაზე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა ის, როდესაც ქვეყნისთვისუმნიშვნელოვანესი სამსახურების მიმართ უპატივცემულობას და ცინიკურ დამოკიდებულებას იჩენ“: „ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს გააზრებული აქვს, რომ როდესაც ისმენ უსაფრთხოების ანგარიშსდა არის ძალიან ბევრი დახურული ინფორმაცია, რომლის საჯარო სივრცეში გაჟღერება საფრთხისშემცველია, მასკარადები არ უნდა მოაწყო კამერების წინ და შოუ კი არ უნდა დადგა, არამედ უნდადაისვას კითხვები, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ტერორისტულსაფრთხეებს, "ისლამურ სახელმწიფოს" და მასთან დაკავშირებულ ტენდენციებს. ასეთ საკითხებზეარც ღია ეთერებში საუბრობენ, არც ქილიკობენ და არც მასკარადებს აწყობენ. როგორც კი სხდომადაიხურა, ჩვენს ოპონენტებს მაშინვე გაუქრათ სურვილი მოეწყოთ მასკარადი და შოუ", - განაცხადაეკა ბესელიამ. მისივე თქმით, ყველა კითხვაზე, რომელიც დასმული იყო, სუს-ის უფროსის მოადგილემპასუხები შესაძლებლობიდან გამომდინარე გასცა. „დახურულ ფორმატში რაზეც შეიძლებოდამიგვეღო უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს ანგარიშში წერია, მივიღეთ. რა თქმა უნდა, ჩვენიოპონენტები, რომლებიც ემზადებოდნენ შოუს მოსაწყობად და არ გამოუვიდათ, იტყვიან იმას, რაც მათსურთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი სერგო რატიანი კი ჟურნალისტებს ერთ საიდუმლოსუმხელს - „მომხსენებელმა კითხვებზე პასუხის გაცემის განმავლობაში ბევრჯერ მოიხსნა სათვალე, ჩაახველა, უკან გაიკეთა სათვალე, მერე თქვა, რომ დასმულ კითხვებზე პასუხს ვერ გაგვცემდა“, - გვითხრა სერგო რატიანმა. როგორც მან აღნიშნა, დასმულ კითხვებზე ოპოზიციამ პასუხი ვერ მიიღო, ვინაიდან სუს-ის უფროსის მოადგილე აცხადებდა, რომ პასუხები შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოს.
„სრულიად ცხადი იყო, რატომ გამოყარეს სხდომიდან ჟურნალისტები და არასამთავრობოორგანიზაციები, სინამდვილეში არანაირ საიდუმლოებაზე არ იყო საუბარი. გეტყვით ერთსაიდუმლოებას - მომხსენებელმა პასუხის გაცემის განმავლობაში ბევრჯერ მოიხსნა სათავალე, ბევრჯერ ჩაახველა, მერე უკან გაიკეთა სათვალე და თქვა, რომ დასმულ კითხვაზე პასუხს ვერგაგვცემს, რადგან ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა. კომიტეტის სხდომა ერთადერთი მიზეზითდაიხურა, რომ არ შეექმნათ დისკომფორტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისმოადგილისთვის", - განაცხადა სერგო რატიანმა.
თავად ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით კი მან კითხვებზე, კანონმდებლობიდან გამომდინარეამომწურავი პასუხები გასცა.
„იყო უკანონო მოსმენებზე კითხვა და ამაზე ჩემი პასუხი იყო ასეთი - მითხარით ერთი კონკრეტულიშემთხვევა, თუმცა ასეთი ვერ დაასახელეს. რაც შეეხება "ოდეერებს", ამასთან დაკავშირებით სრულირეორგანიზაცია გავაკეთეთ. შეიქმნა სრულიად ახალი ინსტიტუტი - უსაფრთხოების სამსახურისოფიცერი, რომელიც მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში მიავლენს თავის თანამშრომლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხდება ორმხრივი თანამშრომლობის და ხელშეკრულებისსაფუძველზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი ოფიცერი დღეს არცერთ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ გვყავს", - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.