ჟურნალისტი ელისო კილაძე შვილის, დავით ხარშილაძის ჩვენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ხარშილაძე პოლიციას მანქანაში ყავდა დაკავებული და გაზეთ "ქრონიკა+"-ის "გაჩერებას" ითხოვდნენ:
"ახლა გავეცანი ჩემი შვილის ჩვენებას-დაკავებული ნახევარ საათზე მეტხანს ყავდათ გაჩერებული მანქანით დიღომში.ზარს ელოდნენ.
-ახლაც არ გააჩერებს დედაშენი გაზეთს?რა გინდათ,ორი სამი მილიონი ხომ იშოვეთ,მეტი რაღა გინდათ?,-ეუბნებოდნენ ეს ნაბიჭვრები მანქანაში თან დედას აგინებდნენ !!!!
ვერ ეღირსებით "ქრონიკა+"-ის გაჩერებას-სამი მილიონის შოვნის შანსი მართლა მქონდა,ბიძინას ჯიბეში ჩასმაზე რომ თანახმა ვყოფილიყავი.
ვაი თქვენს პატრონს ფულის მონებო !!!
ძმრად ამოგადენთ ჩემი შვილის პატიმრობის ყველა დღეს !!!!" წერს კილაძე