ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "როცა შორენას სააკაშვილმა, ძვირადღირებული ჯიპი დაუყენა საპატრიარქოს ეზოში, არც ერთ მღვდელმთავარს არ გაუპროტესტებია" - დარეჯან ფარესაშვილი

    "როცა შორენას სააკაშვილმა, ძვირადღირებული ჯიპი დაუყენა საპატრიარქოს ეზოში, არც ერთ მღვდელმთავარს არ გაუპროტესტებია" - დარეჯან ფარესაშვილი
    ჟურნალიტი დარეჯან ფარესაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზერ წერს:

    "შორენა თეთრუაშვილი, ყველა დროში, ყველა ხელისუფლების პირობებში, შორენა იყო, თეთრუაშვილი! და, როცა მას სააკაშვილმა, ძვირადღირებული ჯიპი დაუყენა საპატრიარქოს ეზოში, არც ერთ მღვდელმთავარს და არც ერთ საერო პირს, ეს მომენტი არ გაუპროტესტებია, თუ არ ჩავთვლით ერთ გ ი ჟ ს, რომელმაც ამ თემაზე (ეპისკოპოსებსაც ჯიპები რომ ჩამოურიგეს) სტატია დაწერა. 

    სხვათაშორის, ამ სტატიაში დადასტურებული იყო ჯიპებით სასულიერო პირების და შორენა თეთრუაშვილის დაჯილდოების ფაქტი. იმ ავტოჰაუსის ხელმძღვანელი ადასტურებდა ყველაფერს (დოკუმენტებით), საიდანაც მანქანები გაიტანეს. და, მაინც, ჟურნალისტი ჯვარს აცვეს ამ სტატიის დაწერისათვის და არავის გასჩენია სურვილი ეს ჟურნალისტი დაეცვა, პირიქით, ერთმა არასამთავრობოს პრიმადონამ ეს ჟურნალისტი ვანო მერაბიშვილის აგენტად მონათლა, ხოლო ერთმა სააგენტომ ნიუსი მიუძღვნა ამ უნამუსო ბრალდებას, ისე, რომ ჟურნალისტისათვის არაფერი უკითხავს, კომენტარიც არ გააკეთებინეს.
    პ.ს. ეს გიჟი მე ვიყავი... და ახლა უფრო "ვგიჟდები", როცა ისინი ლაპარაკობენ ქონების მიტაცებებზე, ვინც ამქვეყნიური ყველა სიკეთე აითვისეს, ჯიპების ჩათვლით! ჰო, ყველაზე ძვირადღირებული ჯიპი შორენას აჩუქეს, თეთრუაშვილს!
    გიჟობანას ვაგრძელებ, რომ მოვიცლი "უკეთესებს" დავწერ", 
    - წერს ფარესაშვილი.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი