ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მეუფე იაკობი: ჩემს საქმეში პატრიარქის გარდა ვერავინ ერევა!

    მეუფე იაკობი: ჩემს საქმეში პატრიარქის გარდა ვერავინ ერევა!
    ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა, ჟურნალისტებთან ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს (ცაავა) ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა: 

    "ეტყობა მეუფე პეტრე კურირებს და მეუფე პეტრეს აქვს პრობლემა მაგ ადამიანთან. ჩემთან, პატრიარქის გარდა ჩემს საქმეში ვერავინ ერევა. ეტყობა ვიღაცამ ასწავლა და ახლა რაღაც გამოდის მაგ სიტყვებით. 
    ჩემი სახელის შელახვა უნდათ. ახლა მაკავშირებენ იმასთან, ქალმა როგორ უნდა მმართოს. კარგით რა... ამ სისულელის ალბათ თვითონაც არ სჯერა. 
    რუსულ გავლენებზე თვითონ მოიკითხონ, ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ, რომელსაც რუსეთი ვიზას არ მაძლევს. 
    ვინც ახლა შევა და ამ თემაზე დაუწყებს საუბარს, ის პატრიარქის პირადი მტერია. ჩავალთ, გამოჯანმრთელდება, მადლობა ღმერთს როგორც გადაწყვეტენ ისე იქნება. 
    ის, რომ ეს პატრიარქის მოწამვლას კი არა, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლას გეგმავდნენ "რუსთავის 2"-ის და გიორგი გაბუნიას ვერსიაა, რომელიც არასერიოზულად მიმაჩნია.
    პროკურატურამ ბრძანა, დაველოდთ გამოძიებას. მე თუ ვარ რამეში დამნაშავე უნდა დავისაჯო, ასევე არვის უნდა დავაფაროთ ხელი. ვისაც არ დასჯიან, გარწმუნებთ რომ ჩვენ დავსჯით", - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი