ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „საქართველოს პატრიოტების“ წინადადება პარლამენტს

    Image result for ირმა ინაშვილმა
    ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები" წინადადებით გამოდის, რომ პარლამენტის ყველა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს.

    ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები არიან, რომელთაც განცხადებების გაკეთება სჭირდებათ.

    ინაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და შესთავაზა, რომ აღნიშნულ საკითხზე ფრაქციების ფორმატში შეჯერდნენ.

    მისი თქმით, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასთან დაკავშირებით პრობლემა არაერთხელ შეიქმნა.

    თავის მხრივ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მას „საქართველოს პატრიოტების" მიერ მომზადებული ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა მართებულად არ მიაჩნია, თუ საკითხებზე მსჯელობა ფრაქციების ფორმატში უნდა გაიმართოს.

    კახიანის პათოსი ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ გაიზიარა, რასაც ინაშვილის შეფასება მოჰყვა, რომლის თანახმადაც, სიმბოლურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" „ქართულ ოცნებას" ეთანხმება.

    რეგლამენტში არსებული რეგულაციებით, პარლამენტის ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე სიტყვით ის დეპუტატი გამოდის, რომელიც გამომსვლელთა სიაში პირველი ეწერება.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი