ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნიკა გვარამიას, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ დაკითხავენ

    Картинки по запросу ნიკა გვარამია

    ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანთან ფარული ჩანაწერის საქმეზე მოწმის სახით ხვალ, 10:30 საათზე დაკითხავენ. ”პროცედურა არ განსხვავდება საგამოძიებო ორგანოში დაკითხვისგან, უბრალოდ მოწმის დაკითხვა ხდება მოსამართლის თანდასწრებით და მოსამართლე ხელმძღვანელობს პროცესს, კითხვების დასმას კი აწარმოებს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი. ჩვენი მოთხოვნის საფუძველი იყო უნდობლობა შსს-ს მიმართ, რაც თავის მხრივ საკმაოდ ლოგიკური იყო რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ შსს-ს არ აინტერესებს იმ საქმის გამოძიება, რაც ეხება ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევას და ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვება-გავრცელებას. გარდა ამისა, ჩვენ დაკითხვისას დავასახელეთ პირთა ვინაობა, ვისაც მოსმენილი ჰქონდა ჩანაწერის სრული ვერსია, მაგრამ არც ერთ მათგანთან კომუნიკაცია საგამოძიებო ორგანოს არ ჰქონია და არ დაინტერესებულა რეალურად სხვა პირთა მოსაზრებით, ვისაც მოსმენილი ჰქონდა აღნიშნული ჩანაწერი. მეც ვიყავი ამ ჩანაწერში. ამ ვითარებაში, როდესაც შსს ამბობს, რომ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, ცალსახაა, რომ ეს არის ყალბი დასკვნა, თითოქსდა ჩანაწერი არ არის დამონტაჟებული ვერსია. ამ მიზეზთა ერთობლიობის გამო, არ ვენდობით შსს-ს და მოვითხოვეთ, სასამართლოს წინაშე მომხდარიყო დაკითხვა”, - განაცხადა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. მისივე თქმით, ნიკა გვარამიას შემთხვევაში, მიუხედავად პროცედურებისა, არ არის გამორიცხული მისი დაკავება. ”რომ მეკითხებოდეთ სხვა საქმეზე, ცალსახად გეტყოდით, რომ დაკავება შესაძლებელი არ არის, რადგან პირის დაკავებას უნდა უძღოდეს სხვა პროცედურები. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დაკითხვა ეხება ნიკა გვარამიას და გამომდინარე იქიდან, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ”რუსთავი 2-ის” მიმართ, არაფერს გამოვრიცხავ”, - განაცხადა ადვოკატმა. ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაკითხვაზე 14 თებერვალს, 18:00 საათზე დაიბარა. შსს-ს განცხადებით, საქმე ეხება გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. გვარამიამ, უარი თქვა შსს-ში გამოკითხვაზე მისვლაზე და სასამართლოს მეშვეობით დაკითხვა მოითხოვა. თავის მხრივ, შსს-მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაკითხვის თაობაზე, რის შემდეგაც აღნიშნული საგამოძიებო პროცესი, ხვალ, 10:30 საათზე ჩაინიშნა. 
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი