ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" - ვის აქვს მიზანში ამოღებული პრემიერ-მინისტრის სავარძელი?!

    img
    ჩვენი ინფორმაციით საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა იმაზეა გაბრაზებული, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრად ზურაბ ალავიძე დასვეს. ერთი შეხედვით ალავიძეს არაფერი გაუფუჩებია, მაგრამ 2012 წელს მაშინ, როცა ოცნების მხარდამჭერებს დევნიდნენ და პრაქტიკულად ყველა მადგანი დანის პირზე დადიოდა, ალავიძემ წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის ყულაბას 35000 ლარი შეაწია. ახლა ნაციონალების შემომწირველის მინისტრად ხილვა დაგვეთანხმებით, რომ ძნელი საქმეა. უფრო ძნელი კი ის არის, რომ პარლამენტარები ისეთებს ხედავენ, რომლებიც ნაციონალების ზეობის პერიოდში სააკაშვილს უკმევდნენ და მის დაკრულზე ცეკვავდნენ. სწორედ ეს გახლდა იმის მიზეზი, რომ ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ციხემოვლილმა და პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებულმა ლევან გოგიჩაიშვილმა ვეღარ მოითმინა და არჩილ თალაკვაძეს შეეპასუხა. უმრავლესობის ლიდერმა შეპასუხება ვერ აიტანა, მაგრამ გოგიჩაიშვილს წყალტუბოს მაჟორიტარი ცოტნე ზურაბიანი აჰყვა და ატყდა ერთი ამბავი. თალაკვაძეს ერთის მხრივ მამუკა მდინარაძე გამოექომაგა და სულ ტყუილად მდინარაძეს წარსული გაახსენეს. ყოფილმა ადვოკატმა თავისი საქმიანობა გაიხსენა, მაგრამ ის ვერ გაიხსენა რომელი საქმე მოიგო ნაციონალების დროს და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ადვოკატ მდინარაძეს ნაციონალების ფოსტალიონი ეძახეს. რაც შეეხება თალაკვაძეს, მის წარსულზე გოგიჩაიშვილს აშკარად კარგად ჰქონია ნამუშევარი, და ჩვენი ინფორმაციით ისეთი ამბები გაიხსენა, თავად თალაკვაძესაც რომ არ ახსოვდა. გაიხსენა ისიც, რომ ნაციონალების დროს, როცა თალაკვაძე ჯერ კიდევ ნორჩი იყო სააკაშვილს თვალებში შესციცინებდა და მის სახელს პატიმრების არაერთი სკანდალური სახე უკავშირდება, რომელსაც თურმე თალაკვაძე ოსტატურად ფარცხავდა. რაც შეეხება უშუალოდ კამათს თალაკვაძეს და გოგიჩაიშვილის დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ მოითხოვა გოგიჩაიშვილმა თალაკვაძის ჩამოლაბორანტება, მაგრამ უარი მიიღო. მოკლედ გიგი უგულავას ტერმინით რომ ვიმსჯელოთ, ოცნების „უკლონისტებმა“ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მოითხოვეს ცვლილებების დაწყება და პირველ რიგში უმრავლესობის ლიდერის შეცვლა. შემდეგ კი მინისტრთა კაბინეტის გადახალისება. სადაც მხოლოდ ალავიძის თავი არ უნდა გავარდეს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გოგიჩაიშვილის კიარა სხვისი დაგეგმილია და იმ სხვას მიზანში პრემიერ-მინისტრის სავარძელი აქვს ამოღებული. წყარო: „ალია“

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი