ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გოგა ხაინდრავა განცხადებას ავრცელებს

    გოგა ხაინდრავა განცხადებას ავრცელებს
    პრეზიდენტის არჩევის წესზე რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა რასაც უცვლელად გთავაზობთ:
    „მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოში ძალიან დისკრედიტირებულია. ამიტომ ვთვლი, რომ საერთოდ არ უნდა იყოს. მე არც კონსტიტუციონალისტი ვარ, არც იურისტი, ამიტომ მიჭირს იურიდიული თვალსაზრისით ამის დასაბუთება. ჟორდანიას თუ პირველ პრეზიდენტად ჩავთვლით, მან პრაქტიკულად უბრძოლველად მისცა შესაძლებლობა რუსულ არმიას დაეპყრო საქართველო. შემდეგმა პრეზიდენტმა ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, რომელშიც საკუთარი საქმიანობა დაასრულა. მის შემდეგმა პრეზიდენტმა აფხაზეთის ტერიტორია დაკარგა და პრაქტიკულად იქაც სამოქალაქო ომი იყო, რომელშიც რუსული იმპერიალიზმიც მონაწილეობდა, შემდეგი პრეზიდენტი კი ქვეყნიდანაა გაქცეული, რომელსაც უამარავი დანაშაულის გამო ედება ბრალი, თუმცა იგი მართლმსაჯულებას ემალება. რაც შეეხება ახლანდელ პრეზიდენტს ვფიქრობ, რომ ის ძირითადად თვითდამკვიდრებისა და საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებით არის დაკავებული, სხვა რაღაც გონიერ ნაბიჯებს მისი მხრიდან ვერ ვხედავ. ამიტომ ვთვლი, რომ ეს ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ვფიქრობ, არცერთმა იმ ადამიანმა რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა ქართველი ხალხისა და მათი ამომრჩევლების მოთხოვნები და ინტერესები არ დააკმაყოფილა, პირიქით სულ გართულებები იყო, რომელიც დღემედე ჭრილობებად ამჩნევია ამ ქვეყანას და საზოგადოებას. ამიტომ ვთვლი, რომ ამ ინსტიტუტმა საზოგადოების იმ ნაწილის თვალში რომელსაც მე წარმოვადგენ განიცადა დისკრედიტაცია, ამიტომ რაც ნაკლები უფლებამოსილება ექნება ამ ინსტიტუტს უკეთესი იქნება. ჩემი აზრით, საქართველოსთვის საპარლამენტო მოდელი ყველაზე უპრიანია. რაც მეტი უფლებამოსილება ექნება საზოგადოებრივ აზრს და ერთი ადამიანის ხელში არ იქნება კონცენტრირებული, მით უკერთესი იქნება ამ ქვეყნისა და ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა ხაინდრავამ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი