ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "პატრული შემპირდა რომ მთაწმინდის ტერიტორიაზე მშვიდად ვერ გავივლი" - რა მოხდა ხინკლის სახლთან? (ვიდეო)



    საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო დეტალურად განვმარტავ გუშინ მომხდარ ფაქტს:
    გვიან ღამით რუსთაველზე არსებულ ხინკლის სახლში ვიმყოფებოდი მეგობრებთან ერთად, მანქანა მყავდა გაჩერებული მიმდებარე ტერიტორიაზე. გარეთ გამოსვლისას შევამჩნიე რომ კუთვნილი ავტომობილი ადგილზე აღარ იყო. მას შემდეგ რაც გავარკვიეთ რომ სითი პარკს არ ჰყავდა წაყვანილი ბუნებრივია რომ ვიფიქრე ავტომობილი მოიპარეს! დავრეკეთ 112ში და დახმარების თხოვნით მივმართეთ, სწორედ ამ დროს გამოიარა საპატრულო ეკიპაჟმა რომელიც ხელის მოძრაობით გავაჩერეთ. პატრულის თანამშრომელმა მანქანის გაჩერებისთანავე გასცა ჩვენი დაკავების ბრძანება რამაც ბუნებრივია კითხვები გამოიწვია. ადგილზე დაახლოებით საპატრულო პოლიციის 10 ეკიპაჟი და რამდენიმე კრიმინალური პოლიციის მანქანა მოვიდა. კრიმინალებივით დააკავეს ჩემი მეგობრები ერთი გოგონა და ერთი ბიჭი! კითხვაზე თუ რატომ გვაკავებთ, ვერ გვიპასუხეს! ავტომობილზე განცხადება არ მიიღეს მითხრეს სითი პარკმა წაიყვანაო, როდესაც რეალურად თვითონ ჰყავდათ 112ის საჯარიმოზე გადაყვანილი (ესეც დილას გავარკვიე) აქვე განვმარტავ რომ არანაირ ნარკოლოგიურ ნივთიერებებს არ მოვიხმარ, პლანს კი არა სიგარეტსაც არ ვეწევი! მაინც, მანქანაში უცებ ვინმემ რამე რომ იპოვოს! ხო კიდევ აუცილებლად გავყიდი უახლოეს მომავალში და მერე უსმინეთ ახალ მფლობელს 
    პ.ს დაკავებულებს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს (მიუხედავად იმისა რომ ვესწრებოდი პროცეას რის გამო გააფრთხილეს არ ვიცი)
    კირევ ერთი - პატრულის ინსპექტორი შემპორდა რომ მთაწმინდის ტერიტორიაზე მშვიდად ვერ გავივლი 


    მარიამ ბაშარული

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი