რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მედიასთან შეხვედრაზე მრავალჯერ განიხილა საქართველოსთან კონფლიქტის თემა და აღნიშნა, რომ რაც ხდება დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში ყოველივე საქართველოს მთავრობების მონაგარია. “საკითხი უკრაინის მსგავსად დგას ასე – უნდა მოხდეს მოლაპარაკება ადგილობრივ მოსახლეობასთან. არაერთხელ თქმულა, მაგრამ საჭიროდ მივიჩნევ კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ არ ვიყავით ინიციატორი იმისა, რომ 2008 წელს მოვლენები ასე წარმართულიყო. არ უნდა მიეღო მაშინდელ ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილს ასეთი ავანტიურისტული გადაწყვეტილება. ეს მათი ბრალი იყო! ეს იყო ისტორიული ბრალეულობა და ეს ცოდვა მხოლოდ და მთლიანად მათ აწევთ მხრებზე! ჩვენ თავის დროზე ვარწმუნებდით მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს, რომელიც ახლა დევნაში იმყოფება (სხვათაშორის აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მას ისე დასდევენ დასაჭერად როგორც ტილებს აბანოში, მას ხომ მთელი მსოფლიო მაშტაბით დასდევს საქართველოს მომქმედი მთავრობა), ეს არ იყო ჩვენი ინიციატივა, ჩვენ აბსოლუტურად არაფერ შუაში არ ვართ (როგორც ვიცი მას ამერიკულ ვიზას და მუშაობის უფლებასაც კი არ აძლევენ აშშ-ში). ანუ იმის თქმა მინდა, რომ მე თავის დროზე მას ვარწმუნებდი არ წამოეწყო სამხედრო მოქმედებები. “არა.. არა!” და მაინც დაიწყო. ამას რაც მოჰყვა ყველამ კარგად იცის. მაგრამ ახლა ძალიან ძნელია ამის გაგება, მე მესმის ეს წარმოუდგენელი ტკივილია, ქართველ ხალხს სისხლისმღვრელი ჭრილობა ღიად აქვს ჯერ კიდევ, მაგრამ 1990 წელიც ხომ გვახსოვს და ყველამ იცის, რაც მოხდა, მაშინაც ურთულესი მდგომარეობა იყო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ თავი სუვერენულ სახელმწიფოდ გამოაცხადა, აფხაზეთმა თავად განაცხადა, რომ მას სურს დარჩეს რუსეთის შემადგენლობაში. ამას მოჰყვა დაპირისპირება, სამხედრო მოქმედებები, რაც ჯერ კიდევ არ არის დავიწყებული. ჩვენ ყველანი გვადანაშაულებენ ყველა სასიკვდილო ცოდვაში, რომ ჩვენ ვპროვოცირებთ, არაფერსაც არ ვაპროვოცირებთ! უბრალოდ ასე მოხდა, შეუძლებელი გახდა ამ ხალხთან მოლაპარაკებების წარმოება, რასაც მოჰყვა შემდეგ ეს ყოველივე. მას შემდეგ რაც ჩვენი გაფრთხილებები იგნორირებულ იქნა დაიწყო სამხედრო მოქმედებები. დიახ! რუსეთმა სცნო ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. საკითხს რეალისტურად უნდა მიუდგეთ, შესაძლებელია თუ არა ამ მოცემულობაში რამე გაკეთდეს? მე გულწრფელად გეტყვით, ეს ძალიან რთულია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, პირველ ეტაპზე სულ მცირე უნდა დალაგდეს ურთიერთობები, პირდაპირი კავშირები უნდა გაჩნდეს, პოლიტიკური დიალოგი უნდა იყოს ქვეყნებს შორის და არა ის, რომ მოიცილო თავიდან ამის მოსურნე, თუ ეს მოხერხდება მაშინ ალბათ შეიცვლება სიტუაცია, ზუსტად რა მოჰყვება ამას ახლა ვერ გეტყვით”. -განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.
წყარო
წყარო
No comments:
Post a Comment