ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    არსებობს მზაობა, რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალზე უარი თქვას, თუ საქართველოსგან იქნება ე.წ. ნეიტრალიტეტის გარანტიები

    არსებობს მზაობა, რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალზე უარი თქვას, თუ საქართველოსგან იქნება ე.წ. ნეიტრალიტეტის გარანტიები
    „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტს გამოეხმაურა.„სერგეი ლავროვის ვიზიტის ოფიციალური საბაბი გახლდათ რუსეთის საელჩოს გახსნა სოხუმში. თუმცა, ვფიქრობ, რომ დროდადრო რუსეთი მსგავს პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს იმის შესახსენებლად, რომ აფხაზეთის თემა არსებობს. მათ აფხაზეთისა და ცხინვალის თემა საქართველოსთან ვაჭრობისთვის სჭირდებათ. ფაქტობრივად, მზაობა არსებობს, რომ რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალზე უარი თქვას, თუ საქართველოსგან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით იქნება გარანტიები. პირველ რიგში, მათ აინტერესებთ საქართველოში უცხო ჯარების არგანლაგების გარანტია, ანუ, ე.წ. ნეიტრალიტეტი. მეორე, ეს არის ჩრდილოეთ კავკასიასთან საზღვრის დაცვა, სადაც არსებობს ტერორიზმის საფრთხე და მძლავრობს სეპარატისტული და ნაციონალისტური მოძრაობები. რა თქმა უნდა, მესამე საკითხი არის იმის გარანტია, რომ საქართველო NATO-ში არ შევა. ეს არის ის საკითხები, რომელიც რუსეთს აინტერესებს. პირადად მე, ურთიერთობა მაქვს აფხაზებთანაც და ოსებთანაც და ისინი პირად საუბრებში ამბობენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, რასაც ისინი გრძნობენ, ეს არის ის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არ მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება. ეს შეიძლება იყოს ჩვენთვის რეცეპტი - რუსებთან ურთიერთობის გარკვეული ნორმალიზება საჭიროა, ჩვენი დუხჭირი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ქვეყნის ეკონომიკური წარმატება, პრინციპში წარმოუდგენელია. ბევრი გზა და საშუალება ნახეს, მაგრამ რუსულ ბაზარს ვერაფრით ანაცვლებენ. მათ შორის, ჩინური ბაზარიც კი ვერ გახდა ალტერნატივა. თუმცა, საქართველო აფხაზეთის თემის იგნორირებას ჯიუტად აგრძელებს და ლავროვის ასეთი ვიზიტების შედეგად უფრო წინ იწევს ხოლმე ეს საკითხი", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.
    გოგავამ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთმა აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებულ დარტყმაზე ასიმეტრიული პასუხი გასცეს, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო შესაძლოა რუსეთის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდეს. „მეორე საკითხი, რაც მხოლოდ ვარაუდია, არის ის, რომ სირიაში მიყენებულ ამერიკულ დარტყმაზე, სადაც რუსეთი, ფაქტობრივად დაამცირეს, რუსეთი აუცილებლად შეეცდება, გასცეს პასუხი. რუსეთის არსენალისთვის სირიაში პასუხი არის ძალიან შეზღუდული, ფაქტობრივად ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ, რუსები გასცემენ ასიმეტრიულ პასუხს და ამის საშუალება მათ აქვთ სულ რაღაც სამ ქვეყანაში. ეს არის უკრაინა, საქართველო და ავღანეთის ჩრდილოეთი ნაწილი. ეს აჩენს იმის საფრთხეს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს რუსეთის სამიზნე. კარგად გვახსოვს, რომ 2008 წელს დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა და რამდენიმე თვეში რუსეთთან ომი მივიღეთ. ეს იყო სწორედ ის ასიმეტრიული პასუხი, რომელსაც რუსეთი დაჰპირდა კოსოვოს აღიარებისთვის დასავლეთს. ამის მსგავსი არ არის გამორიცხული ახლაც. ჩემთვის რთული სათქმელია, კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ეს და რა მოიხარშება კრემლში, მაგრამ შეიძლება იყოს დონბასის შეიარაღებული რაზმების იერიშზე გადასვლა კიევის, ხარკოვის ან მარიუპოლის მიმართულებით, დაახლოებით იგივე სცენარია აფხაზეთსა და ცხინვალთან. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი, ვინც დაზარალდება", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი