ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მუზეუმის ღამის დარაჯი 2500 წლის მუმიის გაუპატიურების შემდეგ დააკავეს

    ვაშინგტონში, სმითსონის ისტორიის ეროვნული მუზეუმის დაცვის თანამშრომელი ეგვიპტური გამოფენის ერთერთი ექსპონატის, მუმიის გაუპატიურების შემდეგ დააკავეს. 44 წლის ჯეიმს მონრო მუზეუმის ღამის დარაჯად ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა და სანიმუშო თანამშრომლად ითვლებოდა მანამდე, სანამ ორი წლის წინ, ცოლს გაშორდებოდა.
    ამის შესახებ World News Daily Report წერს. ამერიკულ მედიასაშუალებებში აღნიშნულზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
    როგორც World News Daily Report იუწყება, მონროს კოლეგები ამბობენ, რომ ბოლო დროს, მცველი მოულოდნელად შეიცვალა – უცნაურად იქცეოდა, გახდა დეპრესიული და ფიცხი.
    დაცვის ხელმძღვანელმა შენიშნა, რომ მონროს მორიგეობის შემდეგ, ერთერთი მუმია დაზიანებული იყო და მან ახალი სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა.
    კადრები, რაც კამერამ დააფიქსირა, იმაზე უფრო შემაშფოთებელი იყო, ვიდრე უფროსი ელოდა – მონრომ მუმიაზე დაფარებული მინის ვიტრინა გახსნა, 2500 წლის მუმიას ზემოდან მოექცა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
    დამსაქმებელმა დარაჯი გაათავისუფლა, ფოტოები სამართალდამცველებს მიუტანა და უხამსი ქცევისა და ქონების განადგურებისთვის მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
    „ვიდეოჩანაწერი ამაზრზენია. მესმის, რომ მუმია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვერ იქნება, მაგრამ დარაჯის ქცევამ გამოიწვია ქონების განადგურება, ასე რომ, მისი ქმედება დანაშაულია. ვფიქრობ, მას დახმარება სჭირდება“, – განაცხადა კოლუმბიის ოლქის პოლიციის უფროსმა კეტი ლინ ლენიერმა.
    მონროს ფსიქიატრები შეამოწმებენ, მანამდე, სანამ სასამართლო პროცედურები დაიწყება – იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა მას პროცესზე დასწრება. შემოწმება რამდენიმე კვირას გასტანს, შესაბამისად, ჯეიმს მონრო სასამართლო პროცედურებს, სავარაუდოდ, მარტში დაუბრუნდება.
    წყარო: http://news.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი