სულისშემძვრელი ამბავი ახალგაზრდა ქალმა მიამბო. ქეთიმ გათხოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაიგო, რომ ნაშვილები იყო და ქალი, რომელიც დედამთილი ეგონა, მისთვის ნამდვილი, ბიოლოგიური, ქმრისთვის კი აღმზრდელი დედა აღმოჩნდა.
ქეთი: - გარეგნულად ძალიან მამსგავსებენ აღმზრდელ მშობლებს, განსაკუთრებით დედას. ისინი ყოველთვის თავს მევლებოდნენ, ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ მეგულებოდა და რატომ უნდა გამჩენოდა ეჭვი, რომ ნაშვილები ვიყავი?
22 წლისა გავთხოვდი. ჩემი მშობლები მხოლოდ ერთი რამით იწუნებდნენ სასიძოს - დედისერთაა, მშობლები არ დათმობენ, ჩვენთან რომ იცხოვროს, შენც
ვერ დაგაძალებთ, რომ ჩვენთან უფრო ხშირად იყო, ვიდრე ქმრის ოჯახშიო.
სადედამთილოს ნახვისთანავე უცნაური განცდა დამეუფლა. დედაჩემი და ის ერთმანეთს ჰგავდნენ, მე კი ორივეს. როდესაც სადედამთილოს ჩავეხუტე, რაღაცნაირი სითბო ვიგრძენი და დედაჩემს ვუთხარი კიდეც, მგონი, ძალიან კეთილი დედამთილი მეყოლება-მეთქი. მართლაც დედაშვილური ურთიერთობა გვქონდა. შარშან დედამთილს საშვილოსნოს ოპერაცია გავუკეთეთ. სანამ ავად გახდებოდა, თითს არაფერზე მაკარებინებდა. მისი ავადმყოფობის შემდეგ ყველაფერს მე ვაკეთებდი. ერთხელ აივანზე გავიყვანე, სავარძელში ჩავსვი და სახლის დალაგებას შევუდექი. მის ოთახში ტანსაცმლის კარადა რომ გადმოვალაგე, ზედა თაროდან ძველებური საკვოიაჟი გადმოვარდა. ძალიან ლამაზი იყო, თან კარგად შენახული. ვიფიქრე, ვთხოვ და სიამოვნებით ვატარებ-მეთქი. სხვის ნივთებში ქექვა არ მახასიათებს, მაგრამ რატომღაც გავხსენი. ჩანთაში ჩვილის ფოტო და რაღაც იყო ცელოფანში გახვეული. დავხედე თუ არა ფოტოს, ჩემი თავი შევიცანი. დაახლოებით 5 თვის ასაკში იყო გადაღებული. შინ მსგავსი ბევრი ფოტო მაქვს.
- იქნებ გგავდა ის ბავშვი?
- მეც ეგ ვიფიქრე, მაგრამ ცელოფანში ჩვილის სამოსი რომ ვნახე, შევფიქრიანდი, იქნებ ჩემი მეუღლის გარდა კიდევ ჰყავდათ შვილი და ეს მისი ფოტოა-მეთქი. გადავწყვიტე, დედამთილისგან მალულად გამეგო ბავშვის ვინაობა. ქმარს შევაპარე, შენს მშობლებს სხვა შვილიც ხომ არ ჰყავდათ შენამდე-მეთქი. რატომ მეკითხებიო, გაუკვირდა. ფოტოს შესახებ ვუთხარი. აფორიაქდა. ვერც იმან გაბედა დედისთვის ეკითხა რამე და მამას შეაპარა. იმან - სხვა შვილი არ გვყოლიაო. ამასობაში შინიდან ჩემი ჩვილობის დროინდელი ფოტოები მოვიტანე, - გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა დედამთილის ჩანთაში ნაპოვნს. ეს ამბავი დედას ვუთხარი და ის ფოტოც ვაჩვენე. ანერვიულდა. რა დაგემართა-მეთქი. კარგა ხნის მერე გამომიტყდა, ნაშვილები ხარო. გონება დამებინდა, - ხომ შეიძლებოდა, ჩემი ძმის ცოლი ვყოფილიყავი და ჩვენი შვილები საშინელი ცოდვის ნაყოფი გამომდგარიყვნენ.
გული შემიღონდა და საავადმყოფოში გადამიყვანეს. ჩემი ქმარი შეშლილი მოვარდა, მაგრამ მის დანახვაზე უარესი დამემართა.
თავზარდაცემულ გურამს ჩემი ცუდად გახდომის მერე მამისთვის მიუხლია, - არ იცოდი, რომ დედაჩემს ბავშვი ჰყავდა გაშვილებულიო? შეშფოთებულ მამამთილს დაუმშვიდებია და ჩემი ქმრისთვის უთქვამს - დედაშენი შენს გაჩენას გადაჰყვა და აღმზრდელ დედასთან საერთო არაფერი გაქვს, ამიტომაც დამშვიდდი და ცოლს მიხედეო.
- დედამთილს, რაც მისი რძალი გახდი, შენი ჩვილობის ფოტოები არასოდეს უნახავს?
- როგორც მერე გავიგე, უნახავს და მიმხვდარა, რომ მისი შვილი ვიყავი, მაგრამ ამ საიდუმლოს ინახავდა. მოკლედ, ნამდვილ დედას საყვარელი კაცისგან გავუჩენივარ, რომელმაც მიატოვა... მშობლებმა დედაჩემი აიძულეს, გავეშვილებინე. ხუთი თვის ვყოფილვარ. მერე დედაჩემი ჩემს მომავალ მამამთილს შეხვედრია. ცოლ-ქმარს შვილი არ შესძენიათ, ამიტომაც გურამი აუყვანიათ.
- ახლა რა კავშირი გაქვს დედასთან?
- ერთნაირად მიყვარს ორივე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა ფრთხილად უნდა იყოს, როდესაც შვილს სხვას აძლევს, ვაითუ, ბედისწერამ ღვიძლი და-ძმა შეახვედროს ერთმანეთს და...