რუსულ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ახალგაზრდამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მეგობრის ბებია იყო ძალიან ცუდად, ის უკვე ანდერძს წერდა და მან გაამხილა საიდუმლო იმის შესახებ, რომ იგი სხვენში ინახავდა უძველეს საკერავ მანქანას, ამ მანქანის ფასი არავინ არ იცოდა, ხოლო როდესაც ფასი გაირკვა და საკერავი მანქანა გაიყიდა, ამ თანხით მისმა მეგობარმა სანუკვარი ოცნება აისრულა და პარიზში წავიდა დასასვენებლად.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა შესაძლოა არც კი იცოდეს რა იმალება ამ საკერავი მანქანების შიგნით. მაგრამ ხანდაზმულებმა ამის შესახებ ყველაფერი იციან.
დაახლოებით 30 წლის წინ ესეთი ტიპის საკერავი მანქანები თითქმის ყველა ოჯახში იყო. იგი მზადდებოდა პოდოლსკის მექანიკურ ქარხანაში.
ახალი საკერავი მანქანები ძალიან განსხვავებულნი არიან, უფრო მეტად მათში პლასტმასია გამოყენებული და ძველებური ხელოვნების ნიმუშისგან განსხვავებით ძალზედ განსხვავდებიან, რაც ძალიან სამწუხაროა.
საკერავმა მანქანებმა პოპულარობა ჯერ კიდევ რევოლუციამდელ დროში მოიპოვა, და ეს პროდუქცია გახდა პოპულარული.
ისააკ ზინგერი, პირველი მწარმოებელი იყო ამ პროდუქციისა, მან გააუმჯობესა საკერავი მანქანები და 1851 წლისთვის მან საკუთარ პროდუქციას დიდი პოპულარობა მოუტანა. მალე კომპანია მისი გვარის სახელწოდებით გახდა საკერავი მანქანების უმსხვილესი მწარმოებელი.

საკერავი მანქანების დიზაინი იმდენად პოპულარული გამოდგა, რომ ოცდაათი წლის განმავლობაში ის პრაქტიკულად არ შეცვლილა!

გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ლეგენდა ჩამოყალიბდა ამ საკერავი მანქანების გარშემო, 1998 წელს კომპანია "ზინგერმა" გამოუშვა სპეციალური სანომრე ნიშნით ერთ-ერთი საკერავი მანქანა, ჭორების მიხედვით, ბედნიერია ის მფლობელი, რომელსაც ეს საკერავი მანქანა აქვს სახლში, რადგან მისი ფასი 30 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს, ასე რომ ანტიკური დროიდან მასიურად დაიწყეს ამ მანქანების ყიდვა. ოფიციალური დადასტურება ამ ფაქტის შესახებ არ არსებობს, როგორც ამბობენ კვამლი ცეცხლის გარეშე არ წარმოიშობაო...
სანამ მოიშორებთ ძველ ნივთებს, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ის შეიძლება ერთხელ თქვენი ოცნების ასრულების მთავარი ნივთი გამხდარიყო, ამიტომ კარგად დაფიქრდით - ის არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე უბრალო ინსტრუმენტი.
წყარო