ხატია სიჭინავა მაია ასათიანს და ნუცა მახვილაძეს...
„წითელი ვარდები გულში ჩახუტებული მიმქონდა.. და წარმოვიდგინე რა სიამოვნებით მივულოცავდი დაბადების დღეს.. როგორ გამიხარდებოდა მისი სიხარული.. რა ლამაზად გაიღიმებდა.. უცებ ცივმა ქარმა დაუბერა და ვარდები შეარხია.. გამახსენდა რომ დღეს მისი დაბადების დღე არ იყო.. რომ მისი ღიმილის ნაცვლად მხოლოდ ცივ სახეს დავინახავდი. რომ ვერასოდეს გავიგებდი როგორი ღიმილი ქონდა სინამდვილეში.. გამახსენდა და ვარდები გულიდან მოვიშორე.. სილამაზეც დაეკარგათ ჩემს თვალში.. ფეხები დამიმძიმდა და ერთი წუთით ვიფიქრე ხომ არ გავიქცეთქო.. მაგრამ რეალობა თითქოს უკან მედგა და გასაქანს არ მაძლევდა.. ძალდატანებით ავუყევი კიბეს და .. თვალებით ვეძებდი მას.. წარმოდგენილი მქონდა დედისთვის რამხელა ჯვარი გაიმეტა განგებამ.. უფრო სწორედ დედა გაიმეტა ჯვარისთვის.. მინდოდა მეთქვა რომ ჩემი გულიც ტიროდა.. რომ ყველა დედა ტიროდა მასთან ერთად.. უცებ დავინახე სევდისგან შეშლილი თვალები.. აი ის თვალები კიდევ რომ არ ჯერათ რასაც ხედავენ .. მეც არ მჯეროდა.. ვერ ვიჯერებდი ვერა .. ვერ ვიჯერებდი რომ ესე უსამართლოდ შეიძლება გაგწიროს ცხოვრებამ .. რატომ? მიტრიალებდა თავში და უცებ იგივე ხმამაღლა გავიგე .. რატომ? !
უსაშველო იყო ირგვლივ ყველაფერი.. თან წაეღო თუ მასთან ერთად ჩამქრალიყო ყველა ამქვეყნიური ფერი .. დედაც ჩააქრო.. ინსტიქტურად ვეფერებოდი და სიტყვები ყელში მეჩხირებოდა .. ან რა უნდა მეთქვა? რა შეიძლება ამ დროს უთხრა დედას .. არ ვიცი .. მე რატომ დამტოვაო.. უმისამართოდ იკითხა.. ღმერთს კითხა.. უსაყვედურა.. მე რატომ დამტოვეო .. ისე მესმოდა მისი, მაგრამ სიტყვებს მაინც ვერ ვპოულობდი .. ყველაფერმა დაკარგა აზრი ... უმისამართო კითხვების კორიანტელიღა დარჩა .. წამოვედი .. წამოვიღე მოკუმშული გული და ფიქრები .. როგორ უნდა გაგრძელდეს ხვალ .. ხვალ თუ საერთოდ იქნება .. თუ ყველა ხვალ დღევანდელ დღეში არ იტრიალებს .. ზოგჯერ რა სასტიკი და უსამართლოა ცხოვრება...“
წყარო