ვნახე კონსტიტუციის პროექტი საარჩევნო სისტემის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. შემოთავაზებული ვერსია, როცა გადაუნაწილებელი მანდატები მთლიანად მიაქვს ხელისუფლებას, არის ძალიან ცუდი და არასამართლიანი.
მაგალითად, 2016 წლის არჩევნებში მანდატები ამ წესით რომ დანაწილებულიყო, ოცნება მიითვლიდა 5% გადაულახავი პარტიების 337844 ხმას და აიღებდა 91ის ნაცვლად 103 მანდატს (ანუ, კონსტიტუციურ უმრავლესობას 48%ის მიღების შემთხვევაში). ანუ, მათ მიერ მიღებული 856638 ხმის ნაცვლად, "მიიღებდნენ" 1 194 482 ხმას. ხოლო ნაცმოძრაობა მიიღებდა 40 ადგილს და ინაშვილი - 7ს.
მაშინ, როცა დაუნაწილებელი მანდატების დღეს მოქმედი წესით გადანაწილების შემთხვევაში (რომელიც ყველაზე სამართლიანია და პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი და გულისხმობს 5% გადაულახავი პარტიების ხმების პროპორციულ გადანაწილებას 5% გადალახულ პარტიებზე), შედეგი იქნებოდა ასეთი: ოცნება - 91, ნაცმოძრაობა - 50, ინაშვილი - 9. და არავითარი კონსტიტუციური უმრავლესობა.
ნიკა გვარამია