ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში 13 აპრილს დაკრძალავენ

    გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში 13 აპრილს დაკრძალავენ
    მსახიობ გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში 13 აპრილს დაკრძალავენ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს. დაკრძალვის დრო ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. მსახიობ გივი ბერიკაშვილს ხუთშაბათს, 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს, მსახიობის პანაშვიდი გაიმართება: 11-12 აპრილს, 17:00 საათიდან მისამართზე თამარაშვილის ქ. N.19/ა. 1 სადარბაზო, მეხუთე სართული.სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, საიდანაც მსახიობს გამოასვენებენ. 
    თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი