ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სასწრაფოდ:გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები თბილისზე აპირებენ შეტევას, ვიბრძოლებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე

    2008 წლის 11 აგვისტოს, საღამოს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლონეთში საქართველო ელჩს დაავალა პრეზიდენტ კაჩინსკამდე მიეტანა გზავნილი: “გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები თბილისზე აპირებენ შეტევას. ვიბრძოლებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე. რაც არ უნდა მოხდეს, ბრძოლას გავაგრძელებთ. იმედი გვაქვს, პოლონეთი არ დაივიწყებს საქართველოს.” ელჩმა ეს გზავნილი პრეზიდენტის კანცელარიის საგარეო საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს მარიუშ ჰანდზლიკს გადასცა. რამდენიმე წუთში საქართველოს ელჩი პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე გამოიძახეს, ეს გვიან ღამით მოხდა. შეხვედრისას პოლონეთის პრეზიდენტი დაუკავშირდა ლიტვის პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს, ესტონეთის, მასთან ერთად უკრაინის პრეზიდენტებს და ერთადერთი შეკითხვა დასვა - გაემგზავრებოდნენ თბილისში საქართველოს დასაცავად?
    სულ მალე პრეზიდენტი კაჩინსკი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად რუსთაველის პროსპექტზე იდგა და ამბობდა: „ყველამ ვიცით, რომ შემდეგი იქნება უკრაინა და მერე ჩემი ქვეყნის - პოლონეთის - ჯერიც მოვა. გვეგონა, რომ ევროკავშირის და ნატოს წვერობა ამ საშიშროებას მოხსნიდა, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია იმ ღირებულებების პრაქტიკაში გატარება, რომლებზეც დგას ევროპა და თუ ამ ღირებულებებს აქვს მნიშვნელობა დღეს, აქ უნდა იყოს მთელი ევროპა!"
    დღეს 10 აპრილია, დიდი ტრაგედიის დღე. ჩვენ გვახსოვს საქართველოს ერთგული მეგობარი და მოკავშირე ლეჰ კაჩინსკი და მასთან ერთად კატინთან დაღუპულები.


    ეკა წამალაშვილი
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი