ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ვერავინ მაიძულებს, თვით საკონსტიტუციო სასამართლოც, მოვიქცე ჩემი რწმენის საწინააღმდეგოდ - რატომ დატოვა რუსთაველის ფონდის დირექტორმა თანამდებობა

    ვერავინ მაიძულებს, თვით საკონსტიტუციო სასამართლოც, მოვიქცე ჩემი რწმენის საწინააღმდეგოდ - რატომ დატოვა რუსთაველის ფონდის დირექტორმა თანამდებობა
    რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა განათლების მინისტრს წერილობით მიმართა და თანამდებობიდან გადადგომა ითხოვა. მიზეზს დირექტორი სოციალურ ქსელში განმარტავს: „29 მარტიდან იმდენი დამამშვიდებელი ზარი შემოვიდა რუსთაველის ფონდის დირექტორის პოსტის დატოვების გამო ["შენ არ ინერვიულო'"] და კიდევ იმდენი მოარული აზრი მომაწოდეს ჩემი გათავისუფლების სხვადსხვა მიზეზების შესახებ, რომ გადავწყიტე საჯაროდ გამოვაქვეყნო ჩემი განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. თუ ვინმესთვის განცხადებაში მითითებული მიზეზი საკმარისი არგუმენტი არ არის, ერთი განმარტება მინდა გავაკეთო - ორ სკამზე ერთდოულად ვერ ვიჯდები. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ვალდებული ვარ დავემორჩილო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვერავინ მაიძულებს, თვით საკონსტიტუციო სასამართლოც კი, რომ მოვიქცე ჩემი რწმენის, პროფესიული ეთიკისა და ცოდნის საწინააღმდეგოდ. ცნობისთვის 20 მარტიდან ვიყავი შვებულებაში, 28 მარტს მომწერეს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, 29 მარტს დავწერე განცხადება სამსახურში გამოუსვლელად და დავტოვე თანამდებობა. ახლა ველოდები ბრძანებას ოფიციალურად ჩემს განცხადებაზე. მედიის წარმომადგებლების საყურადღებოდ, რომლებსაც გაქვთ სურვილი რომ ამ თემიდან სიუჟეტი გააკეთოთ - არანაირი დამატებითი კომენტარი არ იქნება, ვიდრე არ დააკმაყოფილებენ ჩემს განცხადებას.“, წერს მარინე ჩიტაშვილი.
    როგორც მისი ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, 27 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე გიორგი კრავეიშვილის სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და გააუქმა საკონკურსო წესით პროექტების შეფასებისას დამოუკიდებელი ექსპერტების კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება. მარინე ჩიტაშვილს მიაჩნია, რომ ეს წესი დაანგრევს ფონდის საქმიანობას, იგი არ ეთანხმება სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას და მიდის ფონდის დირექტორის თანამდებობიდან. რა გადაწყვეტილებას მიიღებს განათლების მინისტრი, ხვალისთვის გახდება ცნობილი.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი