ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნანიკო ხაზარაძე: მათთან განშორება ძალიან მიმძიმს, მაგრამ ვერაფერს ვიზამ

    „ყველაფერს სჭირდება განახლება, არაფერია დაუსრულებელი. ამ ეტაპზე მივხვდი, რომ ამ გადაცემამ თავისი სათქმელი ამოწურა", - განაცხადა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ „დღის შოუს" დახურვაზე „სარკესთან" საუბარში. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, „დღის შოუს" კოლეგებთან დამშვიდობება მისთვის ძნელად გადასატანი აღმოჩნდა.

    „უმძიმესი იყო ბოლო ეთერიც და ის დღეებიც, როცა შევიტყვეთ, ვინ აგრძელებდა თანამშრომლობას და ვინ - არა. ასე მძიმედ იშვიათად გადამიტანია სამსახურში ცვლილება. ხშირ შემთხვევაში, ჯობია, შენ დაკარგო სამსახური, ვიდრე უყურო ადამიანებს, რომლებიც მიდიან და შენ აგრძელებ მუშაობას.

    არ მიყვარს დამშვიდობება, მიმძიმს, ამიტომ არც ერთს დავემშვიდობე. ისე დავიშალეთ, როგორც სხვა დღეებში. არ მივეცით თავს უფლება, რომ გრძნობები და სენტიმენტები გამოგვეხატა. მათთან განშორება ძალიან მიმძიმს, მაგრამ ვერაფერს ვიზამ. ჩვენი ურთიერთობები გრძელდება. წუთი არ გავა ისე, რომ არ გამახსენდეს ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ", - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.




    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი