დღეს იმ ადამიანს, რომელსაც კლავიატურაზე ბეჭდვა არ შეუძლია ანტიკური ხანის ადამიანად მოიხსენიებენ.
იმისათვის, რომ ყველას შეეძლოს საკუთარი თავი XXI საუკუნეში მცოხვრებად წარმოადგინოს, ერთ-ერთ კრიტერიუმად სწორედ ეს საქმიანობა მივიჩნიოთ.
აი ყველაზე გასათვალისწინებელი და მთავარი წესი.
ძირითად წესებს მხოლოდ ორი რამ შეადგენს ისინი უცვლელნი არიან.
1. ბეჭდვის დროს კლავიატურაზე ყურება არ შეიძლება!
2. თითოეულ თითს უნდა ჰქონდეს საკუთარი დანიშნულება!
არასდროს არ დაარღვიოთ ეს პრინციპები. მაშნაც კი თუ ეს თქვენთვის ეს წესები რთული იქნება, არ დანებდეთ.
ასე რომ თუ თქვენ დააკვირდებით თითოეულ ასოს და ისე დაბეჭდავთ მასე, ამ მეთოდით გაგიჭირდებათ სწრაფად შეითვისოთ ბეჭდვის ენა.
მოათავსეთ ხელები კლავიატურაზე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
ძირითადი თითების პოზიცია კლავიატურაზე - ე.წ. "მინიშნება" არის კლავიატურის კონკრეტულად ეს მდებარეობა "ASDF" და ";"JKL:"
დასაწყისისთვის თქვენს თითებს უნდა ჰქონდეს საკუთარი დანიშნულება, მაგრამ დროთა განმავლობაში ინისი დაკარგავენ საკუთარ დანიშნულებას და მათი საშუალებით უნდა ჩამოგიყალიბდეთ პროფესიონალური ბეჭდვის ტაქტიკა.
ყველაზე მარტივი ვარიანტი - აიღეთ ნებისმიერი სახის ტექსტი და აკრიფეთ იგი, ეს მეთოდი გაიმეორეთ ხშირად, თავიდან თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ და ამ საქმეს ძალიან ნელა შეასრულებთ, უმჯობესია თუ პატარა ტექსტებით დაიწყებთ, ეცადეთ თვალი მხოლოდ მონიტორს ადევნოთ (შეძლებისდაგვარად).
თუმცა, ეს ვარიანტი არის ტექნოლოგიურად მარტივი, მაგრამ საკმაოდ რთული სტუდენტის თვალსაზრისით. გარდა ამისა, გირჩევთ გამოიყენოთ სხვადასხვა მრავალი პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ სავარჯიშოების სახით შეგათვისოთ სწრაფი ბეჭდვა.
მთავარია - არ დანებდეთ! ის უბრალოდ რთული ჩანს! მას შემდეგ რაც მას შეითვისებთ, თქვენთვის საინტერესო გახდება.