კახეთში 81 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე დამწვრობის კვალი აღენიშნება. გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, ის ნაწამები და მოკლულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი სხეულის თერმული დამწვრობაა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge