საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირონიულ კომენტარებს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე, რომ იგი თითქოსდა ხელოს მუწყობს ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის რეიტინგის ზრდას“, - ნათქვამია აზერბაიჯანის გაზეთ «Каспiй»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - რაუფ ტოფიკოღლუ).
„ჩვენი მეზობელი ქვეყნის ჩრდილოვანი ოლიგაქრი მმართველის მიერ პარლამენტის სპიკერად დაყენებულმა ახლაგაზრდა კაცმა რატომღაც „ძველი ამბის“ გახსენება გადაწყვიტა. მან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და რიგი პროდასავლური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე გავლენას მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა, რომელიც ამჟამად „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ საქმეს იხილავს“, - წერს ავტორი და მკითხველს ქართული ოპოზიციური ტელეკომპანიის კუთვნილების საქმის მიმდინარეობას ახსენებს. პუბლიკაციაში იგი იმოწმებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტი მხარს უჭერს იმ პარტიებს, რომლებიც წინააღმდეგნი არიან „რუსთავი-2“-ის კანონიერი მფლობელისადმი დაბრუნების მიმართ და რომლებმაც სტრასბურგში წერილი გაგზავნეს სასამართლოზე გავლენის მოხდენის მიზნით.
„პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ილიას უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოდ მიიჩნია პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდება და განაცხადა: „მე ჯერ ტერორისტებისადმი მხარდაჭერას მაბრალებდნენ (მოსმენების კანონზე ვეტოს დადების გამო), მერე ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაკონტროლებას, ახლა კი თურმე სტრასბურგის სასამართლოზეც გავლენას ვახდენ. ცხადია, მე არც ტერორისტებს არ ვუჭერ მხარს, და, სამწუხაროდ, ვერც ცესკოს და მით უმეტეს, ვერც სტრასბურგსაც ვერ ვაკონტროლებ“.
გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად 2013 წელს აირჩიეს. იგი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო და ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მხარდაჭერით სარგებლობდა. თუმცაღა, პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე თვის შემდეგ მათი გზები გაიყარა. ამის მიზეზი იყო ჯერ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილსამყოფელის შეცვლის თაობაზე და შემდეგ ზოგიერთ უცხოურ ვიზიტთან დაკავშირებით. განხეთქილებაში საბოლოო წერტილი დაესვა იმით, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რიგ მნიშვნელოვან კანონებს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ამჟამინდელ გამოხდომას, ის შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ პრეზიდენტი ცდილობს მთელი ძალით წინ აღუდგეს საკონსტიტუციო კომისიის განზრახვას პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების თაობაზე, კომისიას კი მმართველი პარტია აკონტროლებს. როგორც ამბობენ ასეთ შემთხვევაში, „ვერაფერს იზამ, ეს დემოკრატიის თანამდევი დანახარჯებია“.